შალვა თადუმაძე: გარემოს დაცვის სამინისტროს ცალკე დარჩენის საკითხი აღარ განიხილება

შალვა თადუმაძე: გარემოს დაცვის სამინისტროს ცალკე დარჩენის საკითხი აღარ განიხილება
04 / 12 / 2017 17:57

მთავრობის საპარლამენტო მდივანის შალვა თადუმაძის განცხადებით, გარემოს დაცვის სამინისტროს დარჩენის საკითხი აღარ განიხილება. მისი თქმით, გარემოს დაცვის პროგრამების ბიუჯეტი არ შემცირდება.

"გარემოს დაცვის სამინისტროსთან მიმართებაში პროექტში რჩება ის ჩანაწერი, რომლითაც წარდგენილი იყო თავიდანვე. მიმდინარეობს კონსულტაციები და გარემოს დაცვის პროგრამებთან დაკავშირებით განსაკუთრებული გარანტიები განისაზღვრება.

გარანტირებული იქნება ის, რომ არც ერთ შემთხვევაში არ შემცირდება გარემოს პროგრამების ბიუჯეტი, ის არასოდეს არ იქნება წინა წელზე უფრო ნაკლები. შესაბამისად, ის გარანტიები, რომ სახელმწიფოსათვის პრიორიტეტულია გარემოს დაცვა და ამაში სახელმწიფო თავის ფინანსურ რესურსებს გამოიყენებს, ეს დაფიქსირდება კანონის დონეზე", - აღნიშნა შალვა თადუმაძემ.

ცნობისთვის, მთავრობის მიერ წარმოდგენილი სტრუქტურული ცვლილებების პროექტით, გარემოს დაცვის სამინისტრო უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს. უწყება იცვლის სახელწოდებას და იქნება გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება