სესიაშვილი: მენიშნა, რომ სახელმწიფო დაზვერვის საქმიანობის უფრო გაძლიერებაზე ფიქრობს

სესიაშვილი: მენიშნა, რომ სახელმწიფო დაზვერვის საქმიანობის უფრო გაძლიერებაზე ფიქრობს
04 / 12 / 2017 18:19

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, როდესაც მთავრობამ პარლამენტს დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაერთიანების ინიციატივით მიმართა, არსებობდა როგორც მხარდამჭერი, ისე საწინააღმდეგო არგუმენტები.

"აქ ძალიან რთული იყო ერთგვარი ოქროს შუალედის პოვნა, თუმცა როგორც თავად მთავრობამ ჩათვალა, ამ შემთხვევაში გადაწონა იმ არგუმენტმა, რომ დარჩეს ცალკე, ამას აქვს თავისი სპეციფიკა. მე მენიშნა, ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ფიქრობს, დაზვერვა, საგარეო კონტრდაზვერვითი საქმიანობა კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს და ამ შემთხვევაში თავად მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ეს კანონპროექტი გაიწვიოს. ჩვენ ამაზეც მოგვიწევს მსჯელობა თავისთავად ცხადია, თუმცა თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, შეიძლება შესაბამისი არგუმენეტები იყოს დახურული, თუმცა ვიმსჯელებთ, რა თქმა უნდა", - განაცხადა სესიაშვილმა.

კითხვაზე, დაზვერვის სამსახურისა და სუს-ის გაერთიანებაზე კანონპროეტის გაწვევა ხომ არ უკავშირდება ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, მაგალითად ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციას, სესიაშვილმა განაცხადა: გამიჭირდება ამის თმა. ვერ მივაბამ ვერც ერთ საკითხსა და მოვლენას. ამას ჰქონდა თავიდანვე როგორც მხარდამჭერი, ასევე კონტრარგუმენტები. ამაზე შიგნითაც ბევრი ვიმსჯელეთ და ვიკამათეთ. საბოლოლ ჯამში, მთავრობამ ასე გადაწყვიტა. მთავრობაა პასუხისმგებელი შესაბამისი ღონისძიენების გატარებაზე, ამიტომ მთავრობის ამ ინიციატივას ჩვენ მივიღებთ მოსასმენად, რა თქმა უნდა, კითხვებიც დაისმევა და საბოლოო ჯამში, მივიღებთ ერთობლივად გადაწყვეტილებას".

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება