პრემიერი: არ გვჭირდება ტომებად დაწერილი სტრატეგია, ახლავე გვინდა ზომების მიღება, რომ სკოლა იყოს დაცული

პრემიერი: არ გვჭირდება ტომებად დაწერილი სტრატეგია, ახლავე გვინდა ზომების მიღება, რომ სკოლა იყოს დაცული
07 / 12 / 2017 11:23

"რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვჭირდება ტომებად დაწერილი სტრატეგიები, რომელიც შეიძება არასდროს განხორციელდეს. ჩვენ გვინდა ახლავე გარკვეული ზომების მიღება იმისთვის, რომ სკოლა, მისის ტერიტორია იყოს დაცული და იმისთვის, რომ მშობლებს არ ეშინოდეთ სკოლაში ბავშვების გაშვება",- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

"მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო იმ ტრაგედიას, რომელიც თბილისში დატრიალდა და რომელმაც ორი ბავშვის სიცოცხელ შეიწირა. ძალიან დიდი ტრაგედიაა და ყველანი შეძრულები ვართ ამით, მაგრამ მთავარია ახლა გავაანალიზოთ ის ფონი, რაც არის შექმნილი, საზოგადოების დამოკიდებულება, თვითონ ბავშვებს შორის დაძაბულობის ფონი. ალბათ, გარკვეული ზომებია მისაღები და დამეთანხმებით, რომ ეს ზომები არ არის რომელიმე ერთი უწყების მხრიდან და თუნდაც მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან მისაღები. ჩვენ გვჭირდება, რომ კომპლექსურად გავაანალიზოთ ეს საკითხი და დროის მინიმალურ პერიოდში შევძლოთ, რომ ერთობლივად გავატაროთ ის ზომები, რომელიც პირველ რიგში, თავიდან აგვაცილებს ასეთ რამეს, პრევენციას მოახდენს, მაგრამ უფრო სიღრმისეულად შევხედოთ მიზეზებს, თუ რატომ ხდება ასეთი უბედურება ჩვენს ქვეყანაში",- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, მთლიანად საზოგადოებამ უნდა ისაუბროს ახალგაზრდებთან და უნდა გაიგოს მათი დამოკიდებულებები.

"რა თქმა უნდა, ტრაგედიის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ბევრ მიზეზზე ვისაუბროთ. ერთი რამ არის ცხადი სახელმწიფო პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მაგრამ მთლიანად საზოგადოებამ უნდა ისაუბროს ახალგაზრდებთან. ჩვენ უნდა გავიგოთ მათი დამოკიდებულება, უდნა გავიგოთ მათი აზრი, როგორ უყურებენ ისინი ამ პრობლემა, რას ფიქრობენ, არამხოლოდ იმაზე, რომ ასეთი ძალადობა არ მოხდეს, არამედ მთლიანად იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენი საზოგადოების, ოჯახების წინაშე დგას. ამიტომ, მხოლოდ და მხოლოდ ახლაგზრდებთან საუბრით შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნები და დავსახოთ სამომავლო სტრატეგიები. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, პირველ რიგში, განათლების მინისტრს ვთხოვო მაქსიმალურად მოკლე პერიოდში გავააქტიუროთ საუბარი ახალგაზრდებთან, გამოვიტანოთ სწორი დასკვნები. რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა ზომა იმისთვის, რომ მათ შორის, სამართალდამცავების კუთხით, რომ ასეთი ტრაგედია არ განმეორდეს",- აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, "შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეფექტურად იმუშავა პროკურატურასთან ერთად".

"მემგონი, ყველას გაუქრა ეჭვი იმის თაობაზე, რომ ვინმე შეიძლებოდა ამ ტრაგედიის მერე დაუსჯელი დარჩენილიყო. კიდევ ერთხელ ვამბობ, მთავარი მაინც ისაა, რომ მომავლისთვის ჩვენ შევიმუშაოთ სწორი გზები, რომ ასეთი ტრაგედია თავიდან ავიცილოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვჭირდება ტომებად დაწერილი სტრატეგიები, რომელიც შეიძება არასდროს განხორციელდეს. ჩვენ გვინდა ახლავე გარკვეული ზომების მიღება იმისთვის, რომ სკოლა, მისის ტერიტორია იყოს დაცული და იმისთვის, რომ მშობლებს არ ეშინოდეთ სკოლაში ბავშვების გაშვება. იმისთვის, რომ ეს პრობლემა გადავჭრათ ჩვენ გვჭირდება საუბარი ჩვენს შვილებთან და მეტად უნდა მოვუსმინოთ მათ",- განაცხადა პრემიერმა.

1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე 51-ე სკოლის ორ მოსწავლე თანატოლებმა დაჭრეს, რომელთაგან ერთი საავადმყოფიში მიყვანამდე, მეორე კი კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარზე პოლიციამ ორი ბრალდებულია დაკავებული.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება