პრემიერი: ალბათ, საჭიროა კანონმდებლობის კუთხით მუშაობა

პრემიერი: ალბათ, საჭიროა კანონმდებლობის კუთხით მუშაობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა. მისი თქმით, ალბათ, საჭიროა საკანონმდებლო კუთხითცვლილებებიც, რომელში ჩართულობაც პრემიერმა იუსტიციის მინისტრს დაავალა.

"უმოკლეს პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტრომ განათლების სამინსიტროსთან ერთად მივიღოთ ზომები რა არის გასაკეთებელი, რომ მეტი დაცულობა უზრუნველვყოთ. ამასთან ერთად საჭიროა მუშაობა, ალბათ, კანონმდებლობის კუთხითაც. მინდა, რომ იუსტიციის მინისტრი ჩაერთოს. ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით არალრულწლოვანთა დანაშაულის და მისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულებსი კუთხით, მაგრამ ვფიქრობ, შედეგები, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს მეტყველებს, რომ ჩვენ რაღაც გამოგვრჩა. მინდა გთხოვოთ, მაქსიმალურად მოკლე მონაკვეთში პრევენციული ზომები მივიღოთ ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მაგრამ უფრო საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ვიფიქროთ რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ფონი მოიხსნას და ჩვენ მოზრდილებს გვმართებს იმ აგრესიის მოხსნა, რომელიც ჩვენს საზოგადოებაშია",- განაცხაად პრემიერმა.

1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე 51-ე სკოლის ორ მოსწავლე თანატოლებმა დაჭრეს, რომელთაგან ერთი საავადმყოფიში მიყვანამდე, მეორე კი კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარზე პოლიციამ ორი ბრალდებულია დაკავებული.1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე 51-ე სკოლის ორ მოსწავლე თანატოლებმა დაჭრეს, რომელთაგან ერთი საავადმყოფიში მიყვანამდე, მეორე კი კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარზე პოლიციამ ორი ბრალდებულია დაკავებული.

პრემიერი: აშშ-ის უწყვეტი მხარდაჭერით საქართველოში გაძლიერდა სახელისუფლებლო ინსტიტუტები

პრემიერი: აშშ-ის უწყვეტი მხარდაჭერით საქართველოში გაძლიერდა სახელისუფლებლო ინსტიტუტები

21 მაისი, 2018

"აშშ-ის უწყვეტი მხარდაჭერის წყალობით საქართველოში განხორციელდა დემოკრატიის კონსოლიდაცია, გაძლიერდა სახელისუფლებლო ინსტიტუტები და შეიქმნა მეტი შესაძლებლობა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის", -...

ახალი სტატიები