გია ვოლსკი: სტრუქტურული ცვლილებები მმართველობით სისტემას გააუმჯობესებს

გია ვოლსკი: სტრუქტურული ცვლილებები მმართველობით სისტემას გააუმჯობესებს

"სტრუქტურულ ცვილილებებთან დაკავშირებით სწორი ნაბიჯები იდგმება, რაც მმართველობით სისტემას გააუმჯობესებს"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით ყველა დეტალი გავლილია და რაიმე ცვლილებების შეტანა აღარ იგეგმება.

"ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებებია მიღებული. აბსოლუტურად არასწორი შეფასებები კეთდება ჩვენი ოპონენტების მიერ გარკვეული საკითხების, ხან ამბობენ, რომ ხალხი უნდა გაყარო ქუჩაში და ამით ფული დაზოგო, ჩვენ ვამბობთ, რომ ოპტიმიზაცია არის მთავარი და საკმაოდ დიდი თანხა არის დაზოგილი ბიუროკრატიული აპარატის ხარჯზე 2016 წელთან შედარებით, 2017 წლის ბოლოს დავითვლით და თანხა საკმაოდ მნიშვნელოვანი და მოცულობითია. ასე რომ, ყველა რომ ამ მიმართულებით სწორ ნაბიჯებს ვდგამთ. მმართველობით სისტემაში გაუმჯობესებაა მოსალოდნელი“– აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ვოლსკის განცხადებით, სტრუქტურული ცვლილებების განხილვა მესამე მოსმენით დღეს დასრულება.

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები