ჩხენკელი: მანდატური გაძლიერდება და საპატრულო პოლიციასთან მჭიდრო კავშირი ექნება

ჩხენკელი: მანდატური გაძლიერდება და საპატრულო პოლიციასთან მჭიდრო კავშირი ექნება

"მანდატურების საკითხი ზოგადად, გადაიხედება, მოხდება ფუნდამენტური შესწავლა, გაძლიერდება და რაც მთავარია, მჭიდრო კავშირი დამყარდება მანდატურებსა და საპატრულო პოლიციას შორის",- ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხელ ჩხენკელმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"მანდატურების საკითხი ზოგადად, გადაიხედება, მოხდება ფუნდამენტური შესწავლა, გაძლიერდება და რაც მთავარია, მჭიდრო კავშირი დამყარდება მანდატურებსა და საპატრულო პოლიციას შორის. რაც შეეხება საპატრულო პოლიციას, მინდა გითხრათ, რომ საპატრულო პოლიციის დანიშნულება იქნება სკოლის მიმდებარე ტერიტორიის გაკონტროლება, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაკვეთილების დამთავრების შემდეგ, როდესაც მოსწავლეები სახლებში ბრუნდებიან. უწყებათშორისი ჯგუფი უკვე შეიკრიბა, კონკრეტული დეტალები, როგორ მოხდება პატრულირება, გაცნობებთ. ჩვენი მიზანია, რომ უკლებლივ ყველა სკოლა იყოს უსაფრთხო და საქართველოს მასშტაბით გაკონტროლდეს. როგორი მარშრუტი იქნება პატრულირების, ამაზე მიდის მუშაობა", - განაცხადა ჩხენკელმა.

ცნობისთვის, 1 დეკემბერს ვერაზე, 51-ე სკოლის ორი მოსწავლე დაჭრეს, რომლებიც მიღებული ჭრილობებით გარდაიცვალენენ. აღნიშნულის შემდეგ, შეიქმნა უწყებატაშორისი ჯგუფი, რომლებიც სკოლებში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე სიტუაციის მეტად გაკონტროლების შესახებ სტრატეგიებს შეიმუშავებს.

ვეს მიტჩელი: საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა

ვეს მიტჩელი: საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა

21 მაისი, 2018

საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და კიდევ უფრო მრავალმრივი გახდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის...

ახალი სტატიები