პრემიერი შალელაშვილზე: უმრავლესობის ფარგლებში ასეთი საჯარო წერილების მიწერა ჩემთვის მიუღებელია

პრემიერი შალელაშვილზე: უმრავლესობის ფარგლებში ასეთი საჯარო წერილების მიწერა ჩემთვის მიუღებელია

პრემიერი-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დეპუტატ შოთა შალელაშვილის ღია წერილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიმართვის ასეთი ფორმა უმრავლესობის ფარგლებში მისთვის მიუღებელია.

"უმრავლესობის წევრის მხრიდან საჯარო მომართვა იყო. მინდა ვთქვა, რომ უმრავლესობის ფარგლებში ასეთი საჯარო წერილების მიწერა და განცხადებების წერა ჩემთვის მიუღებელი ფორმაა. ეს არის საკითხი, რომელზეც უნდა მოხდეს მსჯელობა და სახელმწიფომ უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია. საკითხი არის ძალიან სენსიტიური და რა თქმა უნდა, ამ საკითხზე ჩვენ გვექნება მსჯელობა და საქართველო დააფიქსირებს პოზიციას, რომელიც იქნება ქვეყნის ინტერესებდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საერთაშორისო კონიუქტურის და იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რომელბცი არსებობს რეგიონში. მე პატივს ვცემ ყველა დეპუტატს, მაგრამ უმრავლესობის დეპუტატის მხრიდან ასეთი მოსაზრებების ასეთ სენსიტიურ საკითხზე ღია წერილით დაფიქსირება მიუღებელი ფორმაა",- განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართავს და მას მოუწოდებს, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭიროს.

პრემიერი: აშშ-ის უწყვეტი მხარდაჭერით საქართველოში გაძლიერდა სახელისუფლებლო ინსტიტუტები

პრემიერი: აშშ-ის უწყვეტი მხარდაჭერით საქართველოში გაძლიერდა სახელისუფლებლო ინსტიტუტები

21 მაისი, 2018

"აშშ-ის უწყვეტი მხარდაჭერის წყალობით საქართველოში განხორციელდა დემოკრატიის კონსოლიდაცია, გაძლიერდა სახელისუფლებლო ინსტიტუტები და შეიქმნა მეტი შესაძლებლობა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის", -...

ახალი სტატიები