ჩხენკელი მოზარდების მკვლელობაზე: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მსგავსი ტრაგედია აღარასდროს განმეორდეს

ჩხენკელი მოზარდების მკვლელობაზე: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მსგავსი ტრაგედია აღარასდროს განმეორდეს

განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ვერაზე მომხდარი ტრაგედია აღარასდროს განმეორდეს. მისივე თქმით, უწყებათაშორისი ჯგუფის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს სტრატეგიის ჩამოყალიბება, რომ მსგავსი რამ აღარასდროს მხოდეს.

"მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახებს, მათ ახლობლებს, მთელ საზოგადოებას. მინდა გითხრათ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მსგავსი ტრაგედია აღარასდროს განმეორდეს. როგორც მოგეხსენებათ, შევხვდი შს მინისტრს, სადაც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შეიქმნას უწყებათაშორისი ჯგუფი, სადაც შევლენ სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლები, მათ შორის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტრო იქნება წარმოდგენილი, კულტურის სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდობის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ახალგაზრდობის თემატიკით არიან დაკავებულნი, რომ მოხდეს ჩამოყალიბება სტრატეგიის, რათა მსგავსი ტრაგედია აღარასოდეს განმეორდეს. პირველ რიგში საკითხი ეხება სკოლებში უსაფრთხოებას",- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ცნობისთვის, 1 დეკემბერს ვერაზე, 51-ე სკოლის ორი მოსწავლე დაჭრეს, რომლებიც მიღებული ჭრილობებით გარდაიცვალენენ. აღნიშნულის შემდეგ, შეიქმნა უწყებატაშორისი ჯგუფი, რომლებიც სკოლებში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე სიტუაციის მეტად გაკონტროლების შესახებ სტრატეგიებს შეიმუშავებს.

ვეს მიტჩელი: საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა

ვეს მიტჩელი: საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა

21 მაისი, 2018

საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და კიდევ უფრო მრავალმრივი გახდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის...

ახალი სტატიები