გახარია: მანდატურის სამსახურსა და შსს-ს შორის ბმის წყვეტა მოხდა, რამაც ხარისხზე იმოქმედა

გახარია: მანდატურის სამსახურსა და შსს-ს შორის ბმის წყვეტა მოხდა, რამაც ხარისხზე იმოქმედა

"სამწუხაროდ, რაღაც მომენტში მოხდა მანდატურების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ბმის გაწყვეტა. სამწუხაროდ, მისი იერარქიული სტრუქტურა ცოტა შეცვლილი იყო, რამაც როგორც ჩანს ხარისხზე იმოქმედა",- ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ჩვენი ძირითადი ამოცანა დღეს არის მანდატურების ნდობის ზრდა. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და მათი მთავარი ამოცანაა, რომ მანდატურები სამსახური იყოს მაქსიმალურად ეფექტური. სამწუხაროდ, რაღაც მომენტში მოხდა მანდატურების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ბმის გაწყვეტა. სამწუხაროდ, მისი იერარქიული სტრუქტურა ცოტა შეცვლილი იყო, რამაც როგორც ცანს ხარისხზე იმოქმედა, ამიტომ, სასწრაფოდ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც გაზრდის მანდატურების ეფექტიანობას. მანამდე სანამ ეს მოხდება, საპატრულო პოლიცია მაქსიმალურად იქნება მობილიზებული და შესაძლებელ რესურს მოახმარს იმას, რომ სკოლაში უსაფრთხოების ზომები დაცული იყო",- განაცხადა გახარიამ.

1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე 51-ე სკოლის ორ მოსწავლე თანატოლებმა დაჭრეს, რომელთაგან ერთი საავადმყოფიში მიყვანამდე, მეორე კი კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარზე პოლიციამ ორი ბრალდებულია დაკავებული.

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები