ნინო ლომჯარია უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

ნინო ლომჯარია უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

2017 წლის 8 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. საქართველოს პარლამენტმა რიგით მეექვსე სახალხო დამცველი 5 წლის ვადით 30 ნოემბერს აირჩია.

თავის პირველ სამუშაო დღეს ნინო ლომჯარიამ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ სამოქალაქო და პოლიტიკურთან ერთად მისი პრიორიტეტი იქნება სოციალური და ეკონომიკურ უფლებების დაცვა, აპირებს გააძლიეროს ოფისის მუშაობა მოწყვლადი ჯგუფების (ბავშვთა, ქალთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა) უფლებების დაცვის მიმართულებით, ასევე ყურადღებას გაამახვილებს ჯანსაღი ცხოვრების და დასაქმებულთა უფლებების დაცვაზე. ერთ–ერთ მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს რეგიონული ოფისების გაძლიერებას და აპარატის თანამშრომელთათვის ღირსეული სამუშაო პირობებს შექმნას.

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები