გიგი უგულავა სააკაშვილის დაკავებაზე: ნუ გვიხარია, მეგობრებო!

გიგი უგულავა სააკაშვილის დაკავებაზე: ნუ გვიხარია, მეგობრებო!

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" გენერალური მდივანი გიგი უგულავა კიევში მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს გასახარი ამბავი არაა, ვინაიდან ეს ფაქტი ქვეყანაზე ცუდად აისახება.

"ბევრი ადამიანის აზრი მოვისმინე, მათ შორის ქილიკიც და აღფრთოვანება იმასთან დაკავშირებით, რომ დაიჭირეს. ნუ გვიხარია მეგობრებო ეს, ნუ გვიხარია, რადგან ეს ჩვენი ქვეყნისთვის არის ცუდი, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვისაა ცუდი, ამიტომ არავის დაჭერა, მითუმეტეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, არავის უნდა უხაროდეს", - აცხადებს გიგი უგულავა.

მიხეილ სააკაშვილი ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორშია. მისი დაპატიმრებიდან უკვე 12 საათი გავიდა და სავარაუდოდ, წინასწარ პატიმრობაში იგი კიდევ 2 დღე დარჩება. უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს დღეს მიმართავს, თუმცა ზუსტი დრო, თუ როდის გაიმართება სხდომა, ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთ სავარაუდო თარიღად მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი 11 დეკემბერს ასახელებს. ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია. უკრაინის პროკურატურა სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდებასა და ელექტრონული სამაჯურის ტარებას მოითხოვს.

ლევან გორგაძის მე-9 გამარჯვება და ფანტასტიური ბრძოლა! (ვიდეო)

ლევან გორგაძის მე-9 გამარჯვება და ფანტასტიური ბრძოლა! (ვიდეო)

21 მაისი, 2018

დღეს ზაფხულის ბაშოს მე-9 დღის შეხვედრები გაიმართა . ლევან გორგაძის (191სმ, 189კგ) მეტოქე დასავლეთის მე-3 მაეგაშირა, იაპონელი დაიეშო (181სმ, წონა 162კგ) იყო. დღემდე მათ შორის შეხვედრებში ლევანს სამი გამარჯვება ჰქონდა ერთი მარცხის წილ. დღეს ლევანმა...

ახალი სტატიები