ბახტაძე: ფისკალურ პოლიტიკას კიდევ უფრო მეტი ეფექტი ექნება და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები უფრო მაღალი გვექნება

ბახტაძე: ფისკალურ პოლიტიკას კიდევ უფრო მეტი ეფექტი ექნება და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები უფრო მაღალი გვექნება

2018 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის კონსერვატიულ მაჩვენებლებზეა დაგეგმილი და 2018 წლისთვის 4.5%-ს შეადგენს, ხოლო მომდევნო წლებში 5%-6%-მდე იზრდება.

"თუმცა ვფიქრობთ, რომ ჩვენს ფისკალურ პოლიტიკას კიდევ უფრო მეტი ეფექტი ექნება და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები კიდევ უფრო მაღალი გვექნება. ასევე, მინდა ხაზი გავუსვათ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის ფარგლებში არსებული შეთანხმების თანახმად, კიდევ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდით გამოწვეულ ჭარბ შემოსავლებს გამოვიყენეთ კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახრაძემ.
2018 წელს მშპ-ს დეფლატორი მომდევნო წლისთვის 3.5%-ის, ხოლო შემდგომ წლებში 3.0%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი. აღნიშნულ პარამეტრებზე დაყრდნობით, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოსალოდნელი მოცულობა 2018 წელს 40.6 მილიარდი ლარს, ხოლო 2021 წლისთვის 52,1 მილიარდ ლარს შეადგენს",- განაცხადა ბახტაძემ.

პარლამენტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები