ციხელაშვილი: ჟენევის მოლაპარაკების მთავარი საკითხია ის ვალდებულებები, რომელიც რუსეთს აქვს შესასრულებელი

ციხელაშვილი: ჟენევის მოლაპარაკების მთავარი საკითხია ის ვალდებულებები, რომელიც რუსეთს აქვს შესასრულებელი
14 / 12 / 2017 14:28

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 42- ე რაუნდი შედგა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ საკითხებს დაეთმო, რომელიც უკავშირდება ორივე ოკუპირებული რეგიონში მცხოვრები ადამიანების მდგომარეობას.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მდგომარეობას და იმ შეზღუდვებს, რომელიც მათ მიმართ ხორციელდება საკმაოდ დისკრიმინაციული მიდგომით და აუცილებლობას იმისა, რომ უნდა დადგეს შესაძლებლობები მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, არ შეფერხდეს და გაფართოვდეს უკვე შეზღუდული შესაძლებლობები, რომელიც უკავშირდება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის კვეთას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ მოსახლეობისთვის, ვინც გამყოფი ხაზის მიმდებარედ ცხოვრობს, მაგრამ არა მხოლოდ მათთვის, არამედ მთლიანად რეგიონის მოსახლეობისთვის.

ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგორში მაცხოვრებელი მოსახლეობის მდგომარეობას. ბუნებრივია საუბარი შეეხო ისეთ თემებს, რომელიც არის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მთავარი საყრდენი საკითხები.

ეს სამი საკითხია, ძალის გამოუყენებლობა, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების ამოქმედების აუცილებლობა, ასევე დევნილთა დაბრუნების პროცესის დაწყება და ხელშეწყობა. ეს საკითხები დიდწილად უკავშირდება 2008 წლის ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულების აუცილებლობას. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და სწორედ ამ კონტექსტში იქნა დაყენებული, მათ შორის ძალის არ გამოყენების ვალდებულების შესრულების გამოყენების აუცილებლობა. ქართულმა მხარემ საკუთარი ვალდებულებები უკვე თავიდანვე პირნათლად შეასრულა. ვალდებულებები, რომელიც აქვს შესასრულებელი რუსეთს, ეს არის მთავარი საკითხი, რომელიც ისმევა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დისკუსიებზე. ასევე ძალიან მნიშვნელიოვანი თემაა დევნილთა დაბრუნების საკითხი. სამწუხაროდ ამ დისკუსიების გამართვა უკავშირდება ძალიან პოლიტიზირებულ მცდელობებს, იმისა რომ არ შედგეს ასეთი დისკუსია, თუმცა მე მინდა გამოვთქვა იმედი და კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა ჩართულ მონაწილეს, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს ჯეროვანი ყურადღება დაეთმოს“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება