ციხელაშვილი: ეთნიკური უმცირესობები საჯარო დაწესებულებებში სტაჟირებას გაივლიან

ციხელაშვილი: ეთნიკური უმცირესობები საჯარო დაწესებულებებში სტაჟირებას გაივლიან
14 / 12 / 2017 14:31

1+4 პროგრამის მონაწილე ეთნიკურ უმცირესობებს საჯარო დაწესებულებებში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნებათ. ამის შესახებ ჟურნალისტებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

„ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა და პრიორიტეტია სამოქალაქო ინტეგრაცია, საზოგადოება სადაც თითოეული მოქალაქე არის თანასწორი და მათი შესაძლებლობები არის რეალიზებული. ასევე სახელმწიფოს პრიორიტეტია განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ჩართვას ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, ეს პროგრამა დადგინდა და განისაზღვრა სპეციალური პროგრამის მონაწილეთათივის. არსებობს 1+4 პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, რომლებიც შემდეგ სახელმწიფო ენაზე აგრძელებენ უმაღლესი განათლების მიღებას არაქართულ ენოვან სკოლებს ამთავრებენ, სწავლობენ 1 წლის განავლობაში ქართულ ენას, შემდგომ სახელმწიფო ენაზე აგრძელებენ უმაღლესი განათლების მიღებას სასურველი მიმართულებით“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნულ პროგრამაში ჩართული ახალგაზრდების რიცხვი იზრდება.

„ეს ერთ მარტივ რამეს აჩვენებს, ახალგაზრდებს, ჩვენი ქვეყნის შვილებს, რა ეთნიკური წარმომავლობისაც არ უნდა იყვნენ, აქვთ ინტერესი და სურვილი, იყვნენ საკუთარ სამშობლოში და მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზაცია. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი წინაპირობაა სახელმწიფო ენის ჯეროვანი ფლობა და ცოდნა, და ჩვენ ზუსტად ასეთ კვალიფიციურ ახალგაზრდებს გვინდა შევუწყოთ ხელი , რომ შემდგომ წარმატებას მიაღწიონ პროფესიულ ცხოვრებაში.

ამისთვის არის გამიზნული სწორედ ეს პროგრამა. მაგალითად 1+4-ში თუ 2010 წელს 247 სტუდენტი ჩაირიცხა ამ პროგრამით, 2017-2018 აკადემიურ წელს ჩვენ გვყავს უკვე 1047 სტუდენტი, რომელიც მოხვდა უმაღლეს სასწავლებლებში. სწორედ ამ ადამიანებისთვის, 1+4 პროგრამის კურსდამთავრებულებისთვის ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისტვის, ჩვენ ვხსნით საჯარო დაწესებულებებში სტაჟირების შესაძლებლობას“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, საპილოტე პროგრამა წლის დასაწყისში უკვე განხორციელდა. 20 საჯარო უწყებაში 65-მა ახალგაზრდამ სტაჟირება უკვე გაიარა.
 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება