ეკა ბესელია: მეორე მოსმენით ვიმუშავებთ იმ მუხლებზე, რომლებიც ეხება ბონუსების სისტემას

ეკა ბესელია: მეორე მოსმენით ვიმუშავებთ იმ მუხლებზე, რომლებიც ეხება ბონუსების სისტემას

"მეორე მოსმენით პარლამენტი კონსტიტუციაში შესატან იმ ცვლილებებზე იმსჯელებს, რომლებიც რეკომენდირებულია ვენეციის კომისიის მიერ"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.

ბესელიას თქმით, მნიშვნელოვანია ცვლილება, რომელიც ეხება დაკონკრეტებას საკონსტიტუციო სასამართლოსა და პარლამენტს შორის ორმაგი ბოჭვის ახალ მექანიზმთან დაკავშირებით.

''კონსტიტუციის ცვლილებები მხარდაჭერილია პირველი მოსმენით. მეორე მოსმენით ვიმუშავებთ იმ მუხლებზე, რომლებიც ეხება ბონუსების სისტემას, თავისუფალი მანდატების განაწილებას და ბარიერის დაწევას, ასევე მნიშვნელოვანია ცვლილება, რომელიც ეხება დაკონკრეტებას საკონსტიტუციო სასამართლოსა და პარლამენტს შორის ორმაგი ბოჭვის ახალ მექანიზმს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვადაში იქნება შემოსაზღვრული, როდესაც პარლამენტმა საარჩევნო წლის დადგომამდე 15 თვით ადრე უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო მის შედგომ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების და გაუქმების უფლება შეეძლება საკონსტიტუციო სასამართლოს, შეზღუდვა იქნება იმ მხრივაც, რომ 15 თვემდე ადრე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების უფლება არ ექნება საკონსტიტუციო სასამართლოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ეცოდინება, როგორი კანონმდებლობით უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, ასევე უფლებრივი თვალსაზრისით, რწმენის თავისუფლების მუხლში არის შემოთავაზებული ფორმულირება იუსტიციის საბჭოს მუხლის ნაწილში და მეთვრამეტე მუხლთან დაკავშირებით გაგრძელდება დღეს დისკუსია, ამ მუხლთან დაკავშირებით არსებობს მოსაზრებები, რომ კიდევ უფრო იყოს მიახლოებული ევროსტანდარტთან, ყველა ეს ცვლილება საერთო ჯამში ეხმიანება ვენეციის კომიისის ბოლო რეკომენდაციებს''–განაცხადა ბესელიამ.

არჩილ თალაკვაძე: ქვეყანას  ქმედითი და მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება ჭირდება

არჩილ თალაკვაძე: ქვეყანას ქმედითი და მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება ჭირდება

20 ივნისი, 2018

"ჩვენ მივესალმებით, რომ მამუკა ბახტაძე მხარს უჭერს ინოვაციებს, იმ სიახლეებს, რომელიც ეკონომიკაში აუცილებლად დადებით ძვრებს მოიტანს" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპატლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ...

ახალი სტატიები