სოზარ სუბარი: არასერიოზულია მტკიცება, რომ რომელიმე ტენდერი რაიმე მიკერძოებით ტარდება

სოზარ სუბარი: არასერიოზულია მტკიცება, რომ რომელიმე ტენდერი რაიმე მიკერძოებით ტარდება

"აბსოლუტურად არასერიოზულია მტკიცება იმისა, რომ რომელიმე ტენდერი ტარდებოდეს რაიმე მიკერძოებით იმიტომ, რომ ეს ისეთი პროცედრურაა, სადაც უბრალოდ შეუძლებელია რამე უპირატესობა მიანიჭო ვიღაცას, იმდენად გამჭვირვალე. არასწორია, როცა ვინმე ცდილობს ნაცნობობით ვიღაცის ჩართვას, ეს არის მიუღებელი, რაც კარგად ჩანს პრემიერის პასუხებიდანაც. საქმეს განიხილავენ კომპეტენტური ორგანოები და იტყვიან პასუხს",- განაცხადა სუბარმა.

გიორგი გაჩეჩილაძემ 12 დეკემბერს ტენდერებში კომპანიების მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების ტენდერი კომპანია "სიტროინ ჯორჯიამ" უსაფუძვლო მიზეზების გამო წააგო. მისივე თქმით, საქართველოში ტენდერებში სულ რამდენიმე კომპანია მონაწილეობს, რომელიც კარტელს წარმოადგენს და ამ კომპანიებთან ასოცირდება სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.

აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი. კვირიკაშვილი აცხადებს, რომ თუ სასამართლო მთავრობის გადაცდომას დაადასტურებს, ის მზადაა ნებისმიერი პასუხისმგებლობა აიღოს, მათ შორის დატოვოს თანამდებობა, ხოლო თუ აღმოჩნდება, რომ გაჩეჩილაძის ბრალდებები უსაფუძვლოა, ის მოუწოდებს გია გაჩეჩილაძეს რომ მან პრემიერსა და მთავრობის წევრებს ბოდიში საჯაროდ მოუხადოს.

"ქართულმა ოცნებამ" მამუკა ბახტაძე პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინა

"ქართულმა ოცნებამ" მამუკა ბახტაძე პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინა

14 ივნისი, 2018

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პრემიერმინისტრობის კანდიდატი ფინანსთა ყოფილი მინისტრი მამუკა ბახტაძე იქნება. მამუკა ბახტაძე დაიბადა1982 წელს, თბილისში. მან დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და...

ახალი სტატიები