გიორგი გახარიამ შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

გიორგი გახარიამ შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამ თანამდებობაზე მარიანა მორგოშია დაინიშნა. შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი პირადად წარუდგინა.

მარიანა მორგოშია 2017 წლის აპრილიდან დღემდე სსიპ-ის - „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი იყო, ხოლო 2014-2017 წლებში ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობდა. იგი 2013-2014 წლებში ასსეკო ჯგუფის ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული და პროცესების ავტომატიზაციის მიმართულების უფროსად მუშაობდა, 2011–2014 წლებში - სამშენებლო კომპანია NCC-ის ადმინისტრაციული დირექტორის თანამდებობას იკავებდა, 2008–2011 წლებში კი სს ბანკი „რესპუბლიკა-Societe Generale Group“-ის პროექტების მენეჯერი იყო.

მარიანა მორგოშიამ დაამთავრა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა, PMC პროფესიონალური პროგრამა, პროექტების მართვის მიმართულებით და მიღებული აქვს სამაგისტრო სერტიფიკატი. 2007 წელს მან დაამთავრა კავკასიის ბიზნესის სკოლა, ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა, მენეჯმენტის განხრით. მარიანა მორგოშია 2000-2003 წლებში DFID მენეჯმენტის სკოლაში სწავლობდა, ხოლო 2002 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უცხო ენების ფაკულტეტი (ინგლისური ენა), ბაკალავრის კვალიფიკაციით.

თემები:
მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები