გოცირიძე: ფულს მიხედეთ მთავრობავ და ეროვნულო ბანკო და ყველაფერი კარგად იქნება! მოლოდინებიც

გოცირიძე: ფულს მიხედეთ მთავრობავ და ეროვნულო ბანკო და ყველაფერი კარგად იქნება! მოლოდინებიც

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

"რატომ გამყარდა ლარი დროის ამ მოკლე მონაკვეთში?:

-მთავრობამ უკან დაიბრუნა კომერციული ბანკებისათვის გაცემული სესხების ნაწილი 100 მილიონი ლარის ოდენობით,

-ეროვნულმა ბანკმა შეამცირა რეფინანსირების სესხები 80 მილიონი ლარით,

-15 რიცხვამდე ბიზნესს გადასახდელი ჰქონდა დღგ, რის გამოც მოუწიათ დიდ ოდენობის დოლარების კონვერტირება( რადგან ლარის გაუფასურების შიშით ფული დოლარებში ჰქონდათ გადაყვანილი),

- ბიუჯეტიდან მინიმალური ოდენობით ხდებოდა ხარჯვა.

რატომ შეიძლება გაუფასურდეს ლარი?:

- მთავრობა არ დაიბრუნებს კომერციული ბანკებისათვის მიცემულ სესხებს (ჯერ კიდევ დარჩენილია 555 მილიონი ლარი) ან მთლად უარესი, კვლავ გააგრძელებს ხაზინის ნაშთებში არსებული თანხების გასესხებას,

- ეროვნული ბანკი გააგრძელებს უზომოდ გაბერილი რეფინანსირების სესხების ზრდას,

- მთავრობა ინტენსიურად დაიწყებს ბიუჯეტის ხარჯვაში არსებული ჩამორჩენის აღმოფხვრას. გარდა ამისა, მხარჯავ დაწესებულებებს მისცემს უფლებას, ამ წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი, მომავალი წლის შუა რიცხვებისათვის საჭირო სახსრები გამოიყენოს ნაადრევად( ვალუტის მოსამარაგებლად).

მოლოდინებზე და მსგავს სისულელეებზე იმედია მორჩება საუბარი. ეს პრიმიტიული ახსნა ამ ორიოდე კვირის მოვლენებმა კარგად გააბათილა-ყველა გაუფასურების მოლოდინში იყო და ლარი 20 პუნქტით გამყარდა.

და კიდევ ერთი სისულელე, რომელიც უკვე ეროვნული ბანკიდან გვესმის: ფულის მასის ზრდა არ ახდენს ჩვენს შემთხვევაში რაღაცებზე გავლენასო.

ფულის რაოდენობრივი თეორიის ამოსვალი პოსტულატია: ფულის რაოდენობა განსაზღვრავს ფასების დონეს, ხოლო ფულის რაოდენობის ზრდის ტემპი-ინფლაციის დონეს.

ფულს მიხედეთ, ფულს, მთავრობავ და ეროვნულო ბანკო და ყველაფერი კარგად იქნება! მოლოდინებიც", - წერს რომან გოცირიძე facebook-ში.

რომან კაკულია დემპინგურ ფასებზე: ეს საფრთხე მართლაც არსებობს და საკითხს დეტალურად შევისწავლით

რომან კაკულია დემპინგურ ფასებზე: ეს საფრთხე მართლაც არსებობს და საკითხს დეტალურად შევისწავლით

13 ივნისი, 2018

ტრამპის ახალი ბრძანება 25-%იანი ტარიფის შესახებ და ანტიდემპინგური კანონის არარსებობა ქვეყანაში, საფრთხის წინაშე აყენებს მთლიანად ქართულ ინდუსტრიას. პრობლემები დაიწყო იმით, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, კონკურენციისგან ქვეყნის...

ახალი სტატიები