ირაკლი კობახიძე პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ირაკლი კობახიძე პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
18 / 12 / 2017 13:57

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფება, ქვეყნის ახლადდანიშნულ პრემიერ-მინისტრს - მატეუშ მორავიეცკის შეხვდა.

ირაკლი კობახიძემ მატეუშ მორავიეცკის თანამდებობის დაკავება მიულოცა და წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, მატეუშ მორავიეცკიმ აღნიშნა, რომ ეს მისი პირველი ოფიციალური შეხვედრაა პრემიერ-მინისტრის რანგში.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის თქმით, თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად მეტი უნდა გაკეთდეს, რაშიც, პოლიტიკოსების აქტიური მუშაობასთან ერთად, განსაკუთრებული როლი ხალხთაშორის ურთიერთობას ენიჭება.

მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.

საუბარი შეეხო საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის გაღრმავებას. მატეუშ მორავიეცკის თქმით, მნიშვნელოვანია, თანამშრომლობა გააქტიურდეს საპარლამენტო კომიტეტების დონეზე. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი პოლონეთი-საქართველოს საპარლამენტო ასამბლეის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი განიხილეს. ირაკლი კობახიძემ ჩვენი ქვეყნის მიერ ბოლო პერიოდში საგარეო მიმართულებით მიღწეული წარმატების შესახებ ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმების გაფორმებაზე გაამახვილა. თავის მხრივ, მატეუშ მორავიეცკიმ ხაზგასმით აღნიშნა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობა და ბიზნეს-ფორუმების გამართვის ინიციატივით გამოვიდა. მისივე თქმით, პოლონეთი რჩება ჩვენი ქვეყნის დასავლური მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერად. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პოლონეთი, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ერთ-ერთი ინიციატორი, აქტიურად გააგრძელებს ჩართულობას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში.

მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარების შესახებ ისაუბრეს. მატეუშ მორავიეცკიმ პოლონეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება