წულუკიანი: არ მომწონს "უცნობის" მიდგომა, ერთი მინისტრი კარგია და მთავრობის სხვა წარმომადგენელი არა

წულუკიანი: არ მომწონს "უცნობის" მიდგომა, ერთი მინისტრი კარგია და მთავრობის სხვა წარმომადგენელი არა

"უცნობს" დიდი პატივს ვცემ მაგრამ არ მომწონს ის მიდგომა, რომ ერთი რომელიღაც მინისტრი კარგია და მთავრობის სხვა წარმომადგენელი ნაკლებად კარგი",-, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხების მსჯელობამდე განაცხადა.

"რაც შეეხება უცნობის განცხადებას, მან თქვა რომ ეს არის მოქალაქე ჟორდანიას საქმე, მთხოვა რომ სისტემის წარმომადგენლები ჟორდანიას შეხვედროდნენ, რომელსაც, 90-იანი წლებიდან მოყოლებული აქვს სახელმწიფოსთან დავა. ჩვენმა თანამშრომლებმა ბატონ ჟორდანიას მოუსმინეს და მისცეს სამართლებრივად სწორი მიმართულება, რითიც შეიძლება მან 90-იანი წლებიდან დარღვეული უფლებები აღიდგინოს. სხვა რომელიმე თემაზე უცნობთან კონტაქტი არ მქონია, რაც მან ასევე დაადასტურა. მე მას ვუსმინე, დიდ პატივს ვცემ, მაგრამ არ მომწონს ის მიდგომა რომ ერთი რომელიღაც მინისტრი კარგია და მთავრობის სხვა წარმომადგენელი ნაკლებად კარგია. ჩვენ ვართ ერთი გუნდი, ჩვენი გუნდის პრინციპი არის ერთიდაიგივე და ის რომ კანონზე მაღლა არავინ უნდა იდგეს. თუკი რომელიმე მოქალაქეს ჰგონია რომ რამე პრობლემა არსებობს, ამ პრობლემის შესახებ შეგვიძლია მივმართოთ საგამოძიებო ორგანოებს თუ სასამართლოს. ეს რჩევა მეროგორც ვიცი მან ასევე პრემიერიდგანაც მიიღო“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ვეს მიტჩელი: საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა

ვეს მიტჩელი: საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა

21 მაისი, 2018

საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და კიდევ უფრო მრავალმრივი გახდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის...

ახალი სტატიები