ქუცნაშვილი: პარლამენტი ჰორიზონტალური ურთიერთობების პოლიტიკური ხელისუფლება გახლავთ

ქუცნაშვილი: პარლამენტი ჰორიზონტალური ურთიერთობების პოლიტიკური ხელისუფლება გახლავთ

"უკავშირდება თუ არა ფრაქციების შექმნა რამე სხვა პრობლემას ან გართულებას, მინდა გითხრათ რომ არაფერს უკავშირდება",- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშილმა, პარლამენტში ორი ახალი ფრაქციის შექმნის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

"უმრავლესობაში ხდება ის, რომ იქმნება ორი ფრაქცია. ვინ მოიაზრება მის ხელმძღვანელად თქვენ იცით და შეგიძლიათ პირადად ჰკითხოთ თავისი გეგმების და სურვილების თაობაზე. უკავშირდება თუ არა ფრაქციების შექმნა რამე სხვა პრობლემას ან გართულებას, მინდა გითხრათ რომ არაფერს უკავშირდება. ეს ჯერ კიდევ საგაზაფხულო სესიის დროს იყო დაგეგმილი, შექმნილიყო უმრავლესობაში ფრაქციები იმიტომ რომ პარლამენტი მოგეხსენებათ ჰორიზონტალური ურთიერთობების პოლიტიკური ხელისუფლება გახლავთ, სადაც პერსონალური მუშაობა თითოეულ დეპუტატთან აუცილებელია. სადაც მთავრობასთან ვერტიკალური ურთიერთობები სჭარბობს და შესაბამისად ყველა ქვემდგომი ემორჩილება ზემდგომის მითითებას. პარლამენტი ჰორიზონტალური ურთიერთობების პოლიტიკური ხელისუფლება გახლავთ სადაც ისინი ერთმანეთს დარწმუნებით, მხოლოდ და მხოლოდ საერთო პროგრამების კვალობაში ემორჩილებიან. ეს იყო ამ საკითხის მთელი ისტორია",- განაცხადა ქუცნაშვილმა.

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები