სოზარ სუბარი: პარლამენტში მელიას და მისი თანაგუნდელებისთვის ადგილი არაა

სოზარ სუბარი: პარლამენტში მელიას და მისი თანაგუნდელებისთვის ადგილი არაა

"დღეს მთავრობა იქნება რა თქმა უნდა მხარდაჭერილი. მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა არის ერთი გუნდი და ასე იქნება ყოველთვის"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარის თქმით რაც შეეხება ოპოზიციას, დიდი ნაწილისთვის მთავარი თემა წლების განმავლობაში იყო ადამიანის უფლებების დარღვევა, ღირსების შეალახვა და ასე აგრძელებენ ცხოვრებას დღესაც.

" გული სტკივათ და სული აწუხებთ იმის გამო, დღეს ის შესაძლებლობები არ აქვთ, რასაც ადრე აკეთებდნენ ციხეებში თუ სხვაგან. ადამიანებს რომლებსაც არ გააჩნიათ ღირსება, ისინი უღირსად იქცევიან ყველგან ყოველთვის ყველასთან. პარლამენტში არ არის ადგილი ძველი ბიჭების, მოხულიგნო ელემენტებისა და კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანების. ესენი არიან მელია და მისი თანაგუნდელები „ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები