იუსტიციის სამინისტრო: ხათუნა გოგორიშვილი ცრუობს

იუსტიციის სამინისტრო: ხათუნა გოგორიშვილი ცრუობს
21 / 12 / 2017 14:18

ხათუნა გოგორიშვილის განცხადება, რომ იუსტიციის სამინისტრომ უარი უთხრა მას ინფორმაციის გაცემაზე, სიცრუეა. ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ.

უწყების ინფორმაციით, ხათუნა გოგორიშვილმა 2017 წლის 25 აპრილს მიმართა იუსტიციის სამინისტროს და მოითხოვა ინფორმაცია ცენტრალური აპარატისა და სსიპ-ების თანამდებობის პირების 2016 წლის შრომის ანაზღაურების რაოდენობის თაობაზე.

30 მაისს დეპუტატს გაეგზავნა საპასუხო წერილი დანართი დოკუმენტებით, რომლებშიც წარმოდგენილი იყო ინფორმაცია სსიპ-ების ხელმძღვანელების შრომის ანაზღაურებაზე. რაც შეეხება სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურების საკითხს, წერილში აღნიშნული იყო, რომ იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელთა, მათ შორის, თანამდებობის პირთა, შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია პროაქტიულად ქვეყნდება იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე. წერილში მითითებული იყო ელექტრონული მისამართი სამინისტროს საიტიდან, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ნახოს ინფორმაცია http://justice.gov.ge/Ministry/Index/469.

"იუსტიციის სამინისტრო მითითებულ ელექტრონულ მისამართზე პროაქტიულად აქვეყნებს ინფორმაციას არა მარტო თანამშრომლების შრომით ანაზღაურების თაობაზე, არამედ − სახელმწიფო შესყიდვების, ბალანსზე რიცხული უძრავი და მოძრავი ქონების, მივლინების, საკომუნიკაციო, საწვავის და სხვა ხარჯების შესახებ", - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

ხათუნა გოგორიშვილმა უმცირესობის ფრაქციის სხდომაზე განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრომ არ მისცა ინფორმაცია სამინისტროს თანამდებობის პირთა და სსიპ-ების ხელმძღვანელების 2016 წლის შრომის ანაზღაურების შესახებ.
 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება