ჯანელიძე პრემიერისა და მელიას ინცინდენტზე: ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია

ჯანელიძე პრემიერისა და მელიას ინცინდენტზე: ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია

"გიორგი კვირიკაშვილმა ამბიციური და ქვეყნის განვითარებაზე გათვლილი პროგრამა წარადგინა,"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

"ჩვენ მივაღწიეთ ძალიან დიდ წარმატებას, როგორც ეკონომიკური განვითარების, ასევე ქვეყნის შიგნით დემოკრატიის, ასვეე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ყველა პრიორიტეტი არის ძალიან აქტიური იმპლემენტაციის პროცესში და ჩვენ მივაღწიეთ ძალიან დიდი შედეგებს. მნიშვნელოვანია, რომ ახალი ინიციატივებიც იქნა გაჟღერებული საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ. მაგალითად ევროინტეგრაციის პროცესში, მოგეხსენებათ გაცხადდა მზაობა, შემუშავებულ იქნას საგზაო რუქა, რომელიც ჩვენ კიდევ უფრო დაგვაახლოვებს საბოლოო მიზანთან და ის არჩევანი, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აქვს გაეკთებული ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა, ამ მიზნის მიღწევაში“–განაცხადა ჯანელიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა გუშინ პარლამენტში მომხდარ ინცინდენტზეც ისაუბრა.

მისი თქმით ინციდენტის შეფასება არის ერთი და ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია.

" პროვოკატორების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ უნდა აიყოს. ასევე მეორე შეხვედრისას „ევროპულ საქართველოსთან“ იყო უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი, არ იყო არანაირი მზაობა პასუხების მოსმენის და კითხვებიც იყო არარელევანტური. რა თქმა უნდა პარლამენტის წევრებს, ყველას არ მოეთხოვება იცოდნენ დეტალები საგარეო პოლიტიკის და საერთაშორისო ინსტიტუტების, მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებიც საგარეო პოლიტიკას ახორციელებენ წლების განმავლობაში, კარგად უნდა ესმოდეთ, რომ კითხვები რომლებიც დაისვა, იყო სრულიად უადგილო და არაკომპენტენტური.

მე მინდა, სამ ბრალდებას გამოვეხმაურო, რომელიც გაჟღერდა, თითქოს არ მივდივარ პარლამენტში, წელს მესამედ ვარ პარლამენტში. გუშინ იყო მხოლოდ კითხვები და არ უსმენდნენ პასუხებს, სანამ არ იქნება ზმაობა რეალური კითხვა–პასუხის რეჟიმი და არა უნიჭოდ დადგმული სპექტაკლები, ასეთ პროცესს შედეგი არ ექნება.

მეორე საკითხი ეხებოდა საგარეო პოლიტიკურ აქტივობებს. პოპულისტური განცხადება გაკეთდა გიგა ოთხოზორიას საქმეზე, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმირებული არიან თუ რა კეთდება, ისინი დაკავდნენ პოპულისტური განცხადებებით. ასევე იყო მესამე საკითხი საქართველოს პოზიცია რუსეთის ხმის აღდგენასთან დაკავშირებით, აქაც სრული არაკომპეტენტურობა გამოვლინდა. ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი ინსტრუქია მიცემული ჩვენი ელჩისთვის, რომ მან იმოქმედოს და ნებისმერი განცხადება, რაც ამ საკითხზე გაკეთდება, იყოს შესაბამისობაში ევროპის საბჭოს პრინციპებთან და ეროვნულ ინტერესებთან, მაგრამ ეჭვი მიჩნდება, იმ ადამიანს, ვინც ეს კითხვა დასვა, არა ეროვნული, არამედ პარტიული ინტერესი ამოძრავებს“–განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

17 ივლისი, 2018

"აიპრესთან" საუბრისას ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, რეგიონების განვითარებისა და ინფრატსრუქტურის ყოფილი მინისტრის ზურაბ ალავიძისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის...

ახალი სტატიები