გიორგი ვოლსკი: "ნაციონალური მოძრაობისთვის“ ახალი ლიდერის შექმნის დრო მოვიდა

გიორგი ვოლსკი: "ნაციონალური მოძრაობისთვის“ ახალი ლიდერის შექმნის დრო მოვიდა

"ახლა ”ნაციონალურ მოძრაობაში” ახალი ლიდერის შექმნის დრო მოვიდა და ამ ფუნქციის შესრულება ნიკანორ მელიამ დაიწყო"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ, პრემიერისა და ნიკა მელიას დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

”საერთოდ, დაპირისპირება, რა თქმა უნდა, გამართლებული არ არის, თუმცა რეგლამენტის დარღვევა, ფრაქციიდან განცალკევებული ხალხის შემოყვანა და მათი ჩართვა დისკუსიებში, თანაც შეურაცმყოფელი სიტყვებით, ეს არის ის, რასაც ”ნაციონალური მოძრაობა” დღეს თავის პოლიტიკად თვლის და იყენებს მას მერე, რაც სააკაშვილი ჭაობში ჩაეფლო.

ახლა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ახალი ლიდერის შექმნის დრო მოვიდა და ვფიქრობ, ამ ფუნქციის შესრულება დაიწყო ნიკანორ მელიამ. პრემიერმა ამის თაობაზე შეფასება გააკეთა, საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და ვფიქრობ, სწორად შეაფასა როგორც ოპონენტი მხარე, ასევე თავისი რეაგირება”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

არჩილ თალაკვაძე: ქვეყანას  ქმედითი და მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება ჭირდება

არჩილ თალაკვაძე: ქვეყანას ქმედითი და მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება ჭირდება

20 ივნისი, 2018

"ჩვენ მივესალმებით, რომ მამუკა ბახტაძე მხარს უჭერს ინოვაციებს, იმ სიახლეებს, რომელიც ეკონომიკაში აუცილებლად დადებით ძვრებს მოიტანს" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპატლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ...

ახალი სტატიები