პრემიერი: ბავშვებმა სპორტულ ღონისძიებებში უნდა გაიცნონ ერთმანეთი და არა ქუჩური გარჩევებისას

პრემიერი: ბავშვებმა სპორტულ ღონისძიებებში უნდა გაიცნონ ერთმანეთი და არა ქუჩური გარჩევებისას

„ის, რომ სპორტში ჩვენ გვაქვს დღეს ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ოქროს მედალი და ყველაზე მეტი პრიზიორი გვყავს, ეს არის ძალიან დიდი სიხარული მთელი ჩვენი ქვეყნის. რა თქმა უნდა ეს მიმართულება უნდა შევინარჩუნოთ, გავაძლიეროთ“, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც დღეს მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა უნდა გამოუცხადონ.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ახალგაზრდების სპორტულ ღონსძიებებში აქტიურად ჩართვა.

პრემიერის განცხადებით, 2018 წელი სასკოლო ტურნირების წლად ცხადდება.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მასობრივი სპორტის განვითარება.

ძალიან მისასალმებელია კულტურისა და სპორტის მინისტრის და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი ინიციატივა, სასკოლო ტურნირების განვითარების შესახებ. 2018 წელი ცხადდება ასეთი ტურნირების წლად.

მნიშვნელოვანია, ჩვენმა ბავშვებმა, ახალგაზრდებმა ერთმანეთი გაიცნონ სპორტული ღონისძიებების დროს და არა ქუჩური გარჩევების დროს, როგორც ეს სამწუხაროდ ხშირად ხდება“, - აღნიშნა პრემიერმა. 

პრემიერი: გამოძიების დასრულებამდე შახტი დაიხურება, ამ პერიოდში მეშახტეები ხელფასს აიღებენ

პრემიერი: გამოძიების დასრულებამდე შახტი დაიხურება, ამ პერიოდში მეშახტეები ხელფასს აიღებენ

16 ივლისი, 2018

ამის შესახებ განცხადებას პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ავრცელებს. "მინდელის სახელობის შახტში დღეს დილით მორიგი ტრაგედია დატრიალდა. მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებ ამ მძიმე წუთებში. სახელმწიფო ვერ...

ახალი სტატიები