ეკა ბესელია: რაც გუშინ პრემიერმა იტვირთა, უბრალოდ წარმოუდგენელია

ეკა ბესელია: რაც გუშინ პრემიერმა იტვირთა, უბრალოდ წარმოუდგენელია

"ვისაც ღირსების განცდა აქვს, იმისთვის იმაზე მეტი თმენის ვალდებულების დაკისრება, რაც გუშინ პრემიერმა იტვირთა, უბრალოდ წარმოუდგენელია", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

ბესელიას თქმით, ყველაფერს აქვს თავისი მიზეზობრივი კავშირი.

"ჩვენ ყველანი ვართ ადამიანები, რომელთაც გვაქვს ღირსება. ვისაც აქვს ღირსების განცდა, იმისთვის იმაზე მეტი თმენის ვალდებულების დაკისრება, რაც გუშინ პრემიერმა იტვირთა, უბრალოდ წარმოუდგენელია. რა თქმა უნდა, უკეთესია, თუ ჩვენ მოვახერხებთ უფრო ნაკლები ემოციით, უფრო მშვიდად მივუდგეთ საკითხებს, თუმცა, თუ პრემიერს საკუთარი ღირსების დაცვა არ შეუძლია, არ შეუძლია საკუთარ შეურაცხყოფაზე პასუხის გაცემა, არ შეუძლია გუნდის დაცვა, ღირსებაზე უარი თქმის შემთხვევაში, პრემიერის მიმართ შეიძლება კიდევ უფრო მეტი კითხვა გაჩნდეს, რადგან მას ავალია ნებისმიერი მოქალაქის დაცვა. მესმის, ემოციურად არ არის ადვილი ამ ყველაფრის ყურება, მან საზოგადოებას ბოდიში მოუხადა, მაგრამ იმ პოლიტკურ ძალას, რომელსაც მელია წარმოდგენს, ვისაც წარმოდგენა არ აქვს, რა არის ადამიანის ღირსება, თავმოყვარეობა, რა არის ის ფასეულებები, რომელსაც ჩვენ ვიცავთ, რა თქმა უნდა, ამას ვერ გაიგებს“, - განაცხდა ბესელიამ.

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები