გახარია: გუშინდელი ფაქტის შემდეგ "ნაციონალურ მოძრაობასთან" კონტაქტი დროის ფუჭი ხარჯვაა

გახარია: გუშინდელი ფაქტის შემდეგ "ნაციონალურ მოძრაობასთან" კონტაქტი დროის ფუჭი ხარჯვაა

ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

"ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ზოგიერთ ჯგუფს ჰგონია - მის არსებობას მნიშვნელობა აქვს. რეალურად, გუშინდელმა ფაქტმა დაადასტურა, რომ მათი ქმედებები აბსოლუტურად ცარიელია და მხოლოდ პროვოკაციებსა და უაზრო ჭორებზეა დაყრდნობილი. საჭიროდ არ ვთვლი, ამაზე რაიმე რეაქცია მქონდეს. ეს არის ცარიელი, ყველანაირ შინაარსს მოკლებული რეპლიკები, ჭორები და გაუგებარი ბრალდებები. ამიტომ ვთვლი, რომ დღეიდან ამ ძალასთან არ უნდა გვქონდეს კონტაქტი , ეს დროის ფუჭი ხარჯვაა “. – განაცხადა გახარიამ.

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები