ვოლსკი: "ნაციონალური მოძრაობის" საქციელი უნიჭოდ დადგმული სპექტაკლია

ვოლსკი: "ნაციონალური მოძრაობის" საქციელი უნიჭოდ დადგმული სპექტაკლია
22 / 12 / 2017 15:48

ნაციონალური მოძრაობის" საქციელი არის უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი და მიუხედავად ამისა, კრიტიკულ კითხვებზე საინტერესო პასუხები იყო",- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ის რაც გუშინ პარლამენტში მოხდა, არა ბულინგი არამედ ბულინგის გამოწვევაა.

"ნიკანორ მელიამ სპექტაკლის გამართვა სცადა და ამით ფრაქციის ხელმძღვანელი ცუდ მდგომარეობაში ჩააყენა, თუმცა დესქტრუციული განცხადებების გაკეთება რომან გოცირიძემაც არ დააკლო. უკვე ჩანს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ძირი, რაც უფრო ულპება, მით უფრო უხერხულ მდგომარეობაში აყენებს ზოგიერთ წარმომადგენელს. ზოგიერთი წევრი კიდევ ცდილობს, რომ წინ გაიჭრას და მიხეილ სააკაშვილის ჩანაცვლება გააკეთოს. საქმემ უზრდელობის პიკს მიაღწია. საქმე უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლთან გვაქვს, ამის მიუხედავად, კითხვები კრიტიკული იყო და პასუხები საინტერესო. ბულინგი არ არის, ბულინგის გამოწვევაა. აქ საუბარი ადამიანურ კონფლიქტზე არ არის, დაპირისპირება არის მექანიზმთან, რომელიც ცდილობს, სიტუაცია აურიოს, თუ ამ საუბარზე რეაქციაა, ეს არ შეიძლება იმ ქმედებას შევადაროთ, რომელიც ბობოხიძემ პეტრე მამრაძის მიმართ ჩაიდინა. ყველანარი კრიტიკა საჭირო და ასატანია, მაგრამ კრიტიკა აღარ არის, როცა ზღვარს გადასცდება. კრიტიკა უნდა მოისმინო, მაგრამ როცა უზრდელობაში გადადიხარ და აგრესია იმდენად მოდის, რომ შემაკავებელი მექანიზმი არ არსებობს, ადამიანები ვართ და შეიძლება მეტი მოთმინება გვამართებს. სპექტაკლიც იმას ემსახურებოდა, რომ ადამიანურს გასცდენოდა", - ვოლსკიმ.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება