რომან გოცირიძე: საზოგადოებრივი მაუწყებელი დამატებით პრივილეგიას ითხოვს

რომან გოცირიძე: საზოგადოებრივი მაუწყებელი დამატებით პრივილეგიას ითხოვს

"საზოგადოებრივი მაუწყებელი" ცდილობს, კონკურენციაში შევიდეს უზარმაზარი ფინანსური სასტარტო მდგომარეობით და ითხოვს დამატებით პრივილეგიას",- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოციროძემ განაცხადა.

გოცირიძის თქმით, საქართველოში ტელევიზიების სიმრავლე არის ქვეყნის მონაპოვარი და ეს არის თავისუფალი მედია, რომელიც ემსახურება ქვეყანას.

"საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდა, რომ ფული ჯიბეში ჩაუდონ და სხვებს წაართვან ის კაპიკები, რომელსაც შრომით იღებენ. წუხელ ჟურნალისტები წავიდნენ ღამის ოთხ საათზე და ეს ადამიანები შრომით შოულობენ თანხას, საზოგადოებრივი მაუწყებელი 52 მილიონ ლარს იღებს ბიუჯეტიდან და კონკურენციაში შედის ასეთი უზარმაზარი ფინანსური სასტარტო მდგომარეობით, რომელიც არის მთელი სარეკლამო თანხის ნახევარზე მეტი და ითხოვს დამატებით პრივილეგიას. ჩვენ ვიცავთ სიტყვის თავისუფლებას, ვიცავთ კერძო მედიაექტორს, ჩვენ არ გვინდა, სახელმწიფო მართული მონოსტრი, რომელიც 50 მილიონს ისე შეჭამს და რომლის რეიტინგიც 0, 3%–ს ვერ ცდება",-განაცხადა გოცირიძემ.

ზვიად დევდარიანი 8 პირის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

ზვიად დევდარიანი 8 პირის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

06 ივნისი, 2018

"სიდას" ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის 8 ივნისს სამოქალაქო კოლეგიაში სარჩელს 8 პირის წინააღმდეგ შეიტანს. როგორც მისმა ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა...

ახალი სტატიები