კობახიძე: დასახელდება ყველა დეპუტატი, რომელიც პლენარულ სხდომაზე რეგისტრაციას ბარათით გაივლის

კობახიძე: დასახელდება ყველა დეპუტატი, რომელიც პლენარულ სხდომაზე რეგისტრაციას ბარათით გაივლის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სამომავლოდ, სახელობითად დასახელდება თითოეული დეპუტატი, რომელიც პლენარულ სხდომაზე რეგისტრაციას ბარათით გაივლის. აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე გააკეთა და მანდატურის სამსახურს იმ დეპუტატთა სიის მიწოდება დაავალა, რომლებმაც რეგისტრაცია ბარათების მეშვეობით გაიარეს.

"76 დეპუტატი ზის დარბაზში. რეგისტრირებულია 85. გამოვაქვეყნებთ იმ დეპუტატების სიას, რომლებიც იყენებენ ბარათებს. რეგისტრაცია გაიარა 86 დეპუტატმა. მე ვთხოვ მანდატურის სამსახურს, მომაწოდოს იმ დეპუტატების სია, რომლებმაც ე.წ. ბარათების მეშვეობით გაიარეს რეგისტრაცია. როგორც გაირკვა 9 დეპუტატმა გაიარა რეგისტრაცია დაუსწრებლად ბარათის მეშვეობით. სამომავლოდ, იმისათვის, რომ იყოს აღკვეთილი ძალიან მკაცრად ასეთი პრაქტიკა, სახელობითად დასახელდება თითოეული დეპუტატი, რომელიც ბარათის მეშვეობით გაივლის რეგისტრაციას პლენარულ სხდომაზე",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები