შსს ზვიად რატიანის დაკავების გამო, საბოლოო გამოძიებამდე, პოლიციელს უფლებამოსილებას შეუჩერებს

შსს ზვიად რატიანის დაკავების გამო, საბოლოო გამოძიებამდე, პოლიციელს უფლებამოსილებას შეუჩერებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო პოეტ ზვიად რატიანის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ წინასწარი მოკვლევით იკვეთება ერთ-ერთი პოლიციელის შესაძლო სამსახურებრივი გადაცდომა. უწყების განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფაქტის საბოლოო გამოძიებამდე, ზემოაღნიშნულ პოლიციელს უფლებამოსილებას შეუჩერებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება გვსურს გამოვეხმაუროთ 2 ფაქტს, რომელმაც საზოგადოების მხრიდან ინტერესი გამოიწვია. პირველი ფაქტი ეხება, კახეთში, სოფელ ქისტაურში მოქალაქე დ.ხ.-ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებულ დათვალიერებას. კერძოდ, 2017 წლის 21 დეკემბრის თელავის რაიონული სასამართლოს N 11/ბ -1394-17 განჩინების საფუძველზე, 2017 წლის 22 დეკემბერს მოხდა მოქალაქე დ.ხ.-ს საცხოვრებელი სახლის და მიმდებარე სათავსოების დათვალიერება.

ცნობილი გახდა, რომ შემოწმების დასრულების შემდეგ, დღის ბოლოს, ოჯახის ერთ-ერთი წევრი ქალბატონი გახდა შეუძლოდ. იგი გადაიყვანეს ინგოროყვას სახელობის სამედიცინო ცენტრში. ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობს მოკვლევა.

რაც შეეხება მოქალაქე ზ.რ.-ს დაკავების ფაქტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია სწავლობს აღნიშნულ ფაქტს. პირველადი შესწავლის შედეგად, იკვეთება ორივე მხარის პასუხისმგებლობა. ამავე დროს, წინასწარი მოკვლევით იკვეთება ერთ-ერთი პოლიციელის შესაძლო სამსახურებრივი გადაცდომა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფაქტის საბოლოო გამოძიებამდე უფლებამოსილებას შეუჩერებს ზემოაღნიშნულ პოლიციელს.

რაც შეეხება , მოქალაქე ზ.რ.-ს, იგი ამჟამად გათავისუფლებულია დროებითი მოთავსების იზოლატორიდან. ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო პერიოდულად მიაწოდებს საზოგადოებას ინფორმაციას ორივე ფაქტის გამოძიების მიმდინარეობაზე. ჩვენი მიზანია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით. შესაბამისად, სამინისტროს გენერალური ინსპექცია გადაცდომის თითოეულ ფაქტზე -ასეთის არსებობის შემთხვევაში, სამართლებრივ რეაგირებას მომავალშიც მოახდენს",-ნათქვამია განცხადებაში. 

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები