მეზვრიშვილი: ზვიად რატიანი იყო ნასვამ მდგომარეობაში და წინააღმდეგობას უწევდა პოლიციას

მეზვრიშვილი: ზვიად რატიანი იყო ნასვამ მდგომარეობაში და წინააღმდეგობას უწევდა პოლიციას

პოეტ ზვიად რატიანის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით შს მინისტრის მოადგილემ ნათი მეზვრიშვილმა შს სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადა განაცხადა:

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს მოქალაქე ზვიად რატიანთან დაკავშირებით საზოგადოებას დამატებით მივაწოდოთ ინფორმაცია.

მოქალაქე ზვიად რატიანი ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მასთან მივიდა რამდენიმე პირი სამოქალაქო ფორმაში. თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული მასალიდან ნათლად ჩანს, რომ სამართალდამცავები იყვნენ პოლიციის ფორმაში ჩაცმულები და მათ საპოლიციო კონტროლის ფარგლებში შეაჩერეს ზვიად რატიანი.

მასალიდან ასევე ჩანს, რომ ზვიად რატიანი იყო ნასვამ მდგომარეობაში, ვერ აკონტროლებდა ქცევას და ლექსიკას, იქცეოდა აგრესიულად, წინააღმდეგობას უწევდა და შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცავებს, რითაც არ აძლევდა მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას.

ჩვენ გვაქვს აღნიშნული ფაქტების ამსახველი ვიდეო-მასალა, მაგრამ ამ ეტაპზე არ მიგვაჩნია სწორად საჯაროდ გამოვიტანოთ უცენზურო გამონათქვამებით აღსავსე ჩანაწერი. თუმცა, აღნიშნულ მასალას მტკიცებულების სახით წარვადგენთ სასამართლოში. სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია გავაცნოთ ზვიად რატიანსაც, რათა მან ზუსტად აღიდგინოს მომხდარი.

ვიდაო-მასალაში აღბეჭდილ ფაქტთან დაკავშირებით ზვიად რატიანის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით.

მიუხედავად ამისა, სამართალდამცავების მიმართ ზვიად რატიანის მიერ წაყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს მოკვლევას. ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონის ფარგლებში, როგორც მოქალაქის მხრიდან სამართალდარღვევის, ისე პოლიციელთა მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტთან დაკავშირებით", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილი.

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები