კახა კალაძე: წყნეთის აგარაკებზე მცხოვრებ 35 ოჯახს ფართები 1 ლარად გადაეცათ

კახა კალაძე: წყნეთის აგარაკებზე მცხოვრებ 35 ოჯახს ფართები 1 ლარად გადაეცათ

წყნეთშის აგარაკებზე მცხოვრებ 35 ოჯახს საცხოვრებელი ფართი სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაეცათ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისისი მუნიციპალიტეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც მუშაობის თვენახევრიანი პერიოდი შეაჯამა.

მისი თქმით, ერთი თვის განმავლობაში თბილისის მერიამ იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონება დაიწყო, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობენ ადამიანები, თაობები გაზარდეს და ბიუროკრატიის თუ სხვა დაბრკოლებების გამო, ფართების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ.

„1 თვის განმავლობაში საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად 1 ლარად 132 ოჯახს დაუკანონდა. მინდა მადლობა გადავუხადო და მივულოცო თითოეულ ოჯახს“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, წყნეთში სიმბოლურ ფასად ფართები ჭავჭავაძის, გრიშაშვილის და არსენას ქუჩაზე მცხოვრებ ოჯახებს გადაეცათ. 

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები