კახა კალაძე: არ უნდა მოგვერიდოს პასუხისმგებლობის აღების

კახა კალაძე: არ უნდა მოგვერიდოს პასუხისმგებლობის აღების
26 / 12 / 2017 14:40

„ჩვენ არ უნდა მოგვერიდოს პასუხისმგებლობის აღების. ზუსტად იმიტომ ვართ აქ, რომ განვახორციელოთ რეფორმები და პროექტები“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც თვენახევრიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა.

თბილისის მერმა, დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მთავრობის მიერ განხორციელებულ ერთ-ერთ საკითხს გაუსვა ხაზი და განაცხადა:

„დედაქალაქში უკანონო მშენებლობის უამრავი ფაქტი ფიქსირდება, რომელთა მესაკუთრეებსაც ზედამხედველობის სამსახურმა გარკვეული ვადა მისცა, რათა უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი თავად განახორციელონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ნორმები იმოქმედებს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამშენებლო ბიზნესის განვითარება უნდა მოხდეს სამშენებლო ნორმების დაცვით, ადამიანის უსაფრთხოების გათვალისწინებითა და გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებით.

სამწუხაროდ, მშენებლობების მიმდინარეობისას დარღვევებს ძალიან ხშირად ვაწყდებით. ზედამხედველობის სამსახურის მიერ სხვადასხვა მიმართულებით, 216 მითითება გაიცა, რომელიც უსაფრთხოების ნორმებს, ასევე, უკანონო და პროექტით დარღვევის მშენებელობებს ეხება. რაც შეეხება სახელმწიფო მიწაზე უნებართვო მშენებლობებს, ამაზე ბევრი ვისაუბრეთ, რომ მიზამიმართულად ხდება მიწების დატაცება. დაახლოებით ასეთი 500-მდე ობიექტია გამოვლენილი. მათგან წარმოება დაწყებულია 270 ობიექტზე. მომდევნო წლების განმავლობაში ამ მიმართულებას განსაკუთრებულ ყურადღევას მივაქცევთ.

რა თქმა უნდა ჩვენ მშენებლობებს არ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ ეს უნდა მოხდეს კანონის ფარგლებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება