პრემიერი: კონსტანტინე ზალდასტანიშვილის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული დიპლომატიისთვის

პრემიერი: კონსტანტინე ზალდასტანიშვილის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული დიპლომატიისთვის

დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, კონსტანტინე ზალდასტანიშვილის გარდაცვალების გამო.

"კოტე იყო გამორჩეული ადამიანი, მეგობარი, დიდი პროფესიონალი, რომელიც მთელი არსით ემსახურებოდა საკუთარ ქვეყანას. ის იყო ქართველ დიპლომატთა იმ თაობის წარმომადგენელი, რომელსაც წილად ხვდა მისია, მსოფლიოსთვის წარედგინა და გაეცნო საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა. სწორედ ეს ურთულესი მისია შეასრულა ბატონმა კონსტანტინემ - მან ერთ-ერთმა პირველმა გაიტანა მთავარი გზავნილი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით. თანავუგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებს და ქართულ დიპლომატიურ კორპუსს. კონსტანტინე ზალდასტანიშვილის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული დიპლომატიისთვის, მთელი საქართველოსთვის",- აცხადებს პრემიერი.

კონსტანტინე ზალდსტანიშვილი გუშინ გარდაიცვალა.

პრემიერი ტყიბულში მომხდარ ტრაგედიაზე: ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს

პრემიერი ტყიბულში მომხდარ ტრაგედიაზე: ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს

05 აპრილი, 2018

პრემიერმინისტრი, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება და დაზარალებულთა ოჯახებს უსამძიმრებს. "უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი შემთხვევის შედეგად 6 ადამიანის...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები