კახა კალაძე: თბილისში ჯერ კიდევ რჩება უბნები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს

კახა კალაძე: თბილისში ჯერ კიდევ რჩება უბნები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს

„მოსახლეობის სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ჩვენთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ახალი მარშრუტების დამატება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებაა", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, თბილისში ჯერ კიდევ რჩება ისეთი კონკრეტული უბნები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მუშაობს ან ძალიან დიდია ლოდინის ინტერვალი.

კახა კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქს ორი ახალი N54 და N64 მარშრუტი რამდენიმე დღეში დაემატება. სოფელი ახალდაბის მოსახლეობის სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით კი, N82-მა ავტობუსმა გუშინ მოძრაობა უკვე დაიწყო.

"აღნიშნული სამი მარშრუტის დამატება მგზავრებს საშუალებას მისცემს, ავტოპარკის განახლებამდე და ახალი ავტობუსების შემოყვანამდე, შეძლებისდაგვარად, კომფორტულად გადაადგილდნენ და დანიშნულების ადგილამდე, დროულად მივიდნენ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

„აიპრესი“ გთავაზობთ ახალი დანიშნული საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტს.

N54 - ყოფილი N13 მარშრუტის ანალოგიურია, რომლის ამოქმედებაც დიდი დიღმის მოსახლეობის მრავალჯერადი თხოვნის საფუძველზე გადაწყდა. N54 ავტობუსი მოძრაობას დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონიდან დაიწყებს (ახალი ავტობაზის ტერიტორია), გაივლის პეტრე იბერისა და იოანე პეტრიწის ქუჩებს და ფარნავაზ მეფის გამზირიდან დავით აღმაშენებლის ხეივანსა და მარშალ გელოვანის გამზირს დაუკავშირდება. შემდეგ, იგი ჟვანიას მოედანზე აუხვევს, გაივლის ვაჟა-ფშაველას გამზირსა და ზურაბ ანჯაფარიძის (ყოფ. სანდრო ეულის) ქუჩებს და მოძრაობას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან დაასრულებს.

ყოფილი ხილიანის ქუჩაზე დღემდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობდა. N64 მიკროავტობუსის მარშრუტი მგზავრებს ჩიქოვანისა და რამიშვილის ქუჩებიდან ჯერ კოსტავას ქუჩაზე ჩაიყვანს, შემდეგ ვარაზისხევიდან მელიქიშვილისა და რუსთაველის გამზირებს დაუკავშირდება, გაივლის პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩებს და მოძრაობას ორბელიანის მოედანზე დაასრულებს.

N82 მარშრუტს, რომელიც სოფელი ახალდაბიდან წყნეთის, ბაგებისა და ვაკის გავლით ვაჟა-ფშაველამდე მოძრაობს, ერთი ავტობუსი დაემატება. შედეგად, ავტობუსებს შორის ინტერვალი 2 საათიდან 1 საათამდე შემცირდება.

ზვიად დევდარიანი 8 პირის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

ზვიად დევდარიანი 8 პირის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

06 ივნისი, 2018

"სიდას" ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის 8 ივნისს სამოქალაქო კოლეგიაში სარჩელს 8 პირის წინააღმდეგ შეიტანს. როგორც მისმა ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა...

ახალი სტატიები