პრეზიდენტმა კონსტანტინე ზალდასტანიშვილი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა კონსტანტინე ზალდასტანიშვილი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამშობლოს წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის კონსტანტინე ზალდასტანიშვილი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა და მისი გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.

"ჩვენ დავკარგეთ ღირსეული მამულიშვილი, რომლის უშუალო ინიციატივითა და მონაწილეობით განხორციელდა არაერთი პროექტი, რამაც ხელი შეუწყო ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას და ევროკავშირთან ურთიერთობების განვითარებას. მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ჩვენთვის. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს". - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

კონსტანტინე ზალდასტანიშვილი 2013 წლის 18 ივნისიდან ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლი იყო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა

12 ივლისი, 2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატოს სამიტზე, ნატო - საქართველო - უკრაინის ფორმატის სხდომის ფარგლებში მოკლე შეხვედრა გამართა აშშ-ს პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, თუ...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები