კახი კახიშვილი: რეპრესიული პოლიტიკა ნარკომომხმარებლების მიმართ არასწორი იყო

კახი კახიშვილი: რეპრესიული პოლიტიკა ნარკომომხმარებლების მიმართ არასწორი იყო
30 / 12 / 2017 12:17

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა ტელეკომპანია ''იბერიის'' ეთერში განაცხადა, რომ რეპრესიული პოლიტიკა ნარკომომხმარებლების მიმართ არასწორი იყო და ადამიანები 1 გრამი ნარკოტიკის გამო ციხეში 9-10 წლის ვადით არ უნდა ხვდებოდნენ.

როგორც კახიშვილმა აღნიშნა, ის ბალანსის მომხრეა და გადაწყვეტილება ემოციების გარეშე, პროფესიონალების ჩართულობით უნდა იყოს მიღებული.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ამიტომ ამ საკითხის გადაწყვეტას წინ უნდა უძღოდეს სიღრმისეული, არაემოციებზე დამყარებული დისკუსიები. იცით, როგორც სრულდება ხოლმე ემოციური დისკუსიები. შეიძლება 5 წუთის შემდეგ ვინმემ ტაში დაგიკრას, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ გახდეს სადარდებელი, ამიტომ ის რეპრესიული პოლიტიკა რომელიც ხორციელდებოდა ნარკომომხმარებლების მიმართ, არ იყო სწორი. გახსოვთ თქვენ, რომ 1 გრამი ნარკოტიკისთვის ადამიანები ციხეში ხვდებოდნენ 9-10 წლის ვადით. ბუნებრივია ეს იყო არასწორი. გვჭირდება სრული ანალიზი, კონკრეტულად რა მიდგომები უნდა იყოს მსუბუქ ნარკოტიკებთან და ძლიერ ნარკოტიკებთან მიმართებაში. როგორ უნდა მოახდინოს ხელისუფლებამ რეაგირება ნარკორელიზატორების მიმართ და ა.შ.

მე არ ვარ მომხრე, რომ ემოციურ ფონზე მოხდეს გადაწყვეტილება. არასწორი, ან ერთ მხარეს გადახრილი გადაწყვეტილების მიღება სახიფათოა, ჩვენი საზოგადოებისთვის. აქედან გამომდინარე დისკუსიაში ჩართულები უნდა იყვნენ პროფილურად ექიმები, ნარკოლოგები, საზოგადოების წარმომადგენლები, თავად ის ადამიანები, ვინც წარსულში მოიხმარდნენ ნარკოტიკებს. უნდა იყოს დაბალანსებული პოლიტიკა. მე საერთოდ ბალანსის მომხრე ვარ და ბალანსი ყველაფრის რეცეპტია", - განაცხადა კახა კახიშვილმა.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება