მარგველაშვილმა დამდეგი ახალი წელი საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრებ დათა ვანიშვილს მიულოცა

მარგველაშვილმა დამდეგი ახალი წელი საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრებ დათა ვანიშვილს მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გორის რაიონის ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრებ დათა ვანიშვილს და ადგილობრივ მოსახლეობას დამდეგი ახალი წელი მიულოცა, მშვიდობა და საქართველოს გაერთიანება უსურვა.

"მინდა, რომ აქედან მოგილოცოთ ახალი წელი. იმ ადგილიდან, რომელიც ყველაზე მეტად გვტკივა. აქ, რუსმა ოკუპანტებმა ჩვენს ცოცხალ სხეულზე გაავლეს ეს მავთულხლართი და გაჭრეს ჩვენი ქვეყანა დროებით.

როცა ჩამოვდივარ აქ, ყოველთვის მომავლის იმედის და იმის განცდა მეუფლება, რომ ეს მავთულხლართი აუცილებლად იქნება აღებული. იქნება აღებული მშვიდობით, ჩვენი და საქართველოს ყველა მოქალაქის გაერთიანებით.

ვულოცავ დათა პაპას, ადამიანს, რომელიც ესე გმირულად აგრძელებს მავთულხლართს იქით თავის მოღვაწეობას თავის ქვეყანაში", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა და დათა ვანიშვილს სიმბოლურ საჩუქრად იმ ფოტოების ალბომი გადასცა, სადაც ასახულია საქართველოს მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართ.

გიორგი მარგველაშვილმა ხურვალეთის საგუშაგოზე, პოლიციელებსაც მიულოცა დამდეგი ახალი წელი, მშვიდობა და სტაბილურობა უსურვა.
 

პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა

21 მაისი, 2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არჩილ ტატუნაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. "ის უზარმაზი ტკივილი, რომელიც თქვენთან ერთად განვიცადეთ არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვით, ცოტა მაინც შეგვიმსუბუქდება, როდესაც საქმე იქნება...

ახალი სტატიები