მარგველაშვილი: 2017 წელს ტრადიციულად ვიბრძოდით პრეზიდენტის ინსტიტუტის დასაცავად

მარგველაშვილი: 2017 წელს ტრადიციულად ვიბრძოდით პრეზიდენტის ინსტიტუტის დასაცავად

საქართველოს პრეზიდენტმა, სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან განვლილი, 2017 წელი შეაჯამა და აღნიშნა, რომ ტრადიციულად, პრეზიდენტის ინსტიტუტის და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებისა და მხარდაჭერისათვის უწევდა ბრძოლა.

"ტრადიციულად გვიწევდა პრეზიდენტის ინსტიტუტის და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა, არა საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ იქედან გამომდინარე, რომ ქვეყანა ხდება სახელმწიფო, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები დაცულია.

იყო დრამატული პერიოდიც, როდესაც სრულიად ხელოვნური, ერთწლიანი პროცესით მოხდა კონსტიტუციის ცვლილებების ინიცირება. კონსტიტუციისა, რომელიც არ მიიღო არც ქართულმა საზოგადოებამ და არც მე და რომელზეც ვეტოს უფლება გამოვიყენე.

ამავე დროს, როგორც ყველა ნორმალურ საზოგადოებაში, ჩვენ ვვითარდებოდით. ეკონომიკური პარამეტრები უფრო უკეთესია, პარამეტრებზე ვსაუბრობ, მე არ ვამბობ, რომ ცხოვრება უკეთესი გახდა მოქალაქეებისთვის, მაგრამ პარამეტრები უკეთესია, ვიდრე ველოდით. ნამდვილად გადავდგით ნაბიჯი წინ ვიზალიბერალიზაციის მეშვეობით.

2018 წელი მე თავისუფლების წლად გამოვაცხადე და მინდა, რომ თავისუფლება, რომელიც გულისხმობს გააზრებას იმისა, რა უნდა ვაკეთოთ, აი ამ ძირითადებზე შევთანხმდეთ, როგორც საზოგადოება, როგორც ქვეყანა და ამ ძირითადისკენ ვიმოძრაოთ უფრო გაერთიანებულად", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა

12 ივლისი, 2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატოს სამიტზე, ნატო - საქართველო - უკრაინის ფორმატის სხდომის ფარგლებში მოკლე შეხვედრა გამართა აშშ-ს პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, თუ...

ახალი სტატიები