კანდელაკი სპეცოპარეციაზე: ხელისუფლება ცდილობს არაკომპეტენტური ნაბიჯისგან თავი დაიძვრინოს

კანდელაკი სპეცოპარეციაზე: ხელისუფლება ცდილობს არაკომპეტენტური ნაბიჯისგან თავი დაიძვრინოს

"ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ყველა ინფორმაცია, რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას უნდა გასაჯაროვდეს.

"ქართული ოცნების" ხელისუფლება ცდილობს თავი დაიძვრინოს არაკომპეტენტური ნაბიჯისგან. "ევროპული საქართველოს" აზრით, ის, რაც არ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, არ ადევს გრიფი, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის, ხოლო რაც წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას ამისთვის არსებობს საპარლამენტო კონტროლის ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი ნდობის ჯგუფი, რომლითაც სამწუხაროდ მთავრობა იგნორირებას უკეთებს",- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

თბილისსა და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას სულ 5 პირი დააკავეს, რომელთან ტერირიზმის მხარდაჭერას ედავებიან. მათ შორი ერთი მათგანი თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციის დროს დაიჭრა და ის ახლა მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

17 ივლისი, 2018

"აიპრესთან" საუბრისას ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, რეგიონების განვითარებისა და ინფრატსრუქტურის ყოფილი მინისტრის ზურაბ ალავიძისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის...

ახალი სტატიები