გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა აღდგა

გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა აღდგა

თოვლის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

 "კორცხელის საქმეზე" ნუგზარ წიკლაური დაიკითხა

"კორცხელის საქმეზე" ნუგზარ წიკლაური დაიკითხა

18 აპრილი, 2018

ზუგდიდის რაიონულ სასმართლოში ე.წ კორცხელის საქმეზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს მრჩეველი ნუგზარ წიკლაური დაიკითხა. მან სხდომაზე 2016 წლის 22 მაისს სოფელ კორცხელში საარჩევნო უბანთან მომხდარი დაპირისპირება ორ ეპიზოდად დაყო...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები