ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ  ტექნიკურ უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ტექნიკურ უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

მემორანდუმის ფარგლებში, ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები, პრაქტიკული გამოცდილების მიღების მიზნით, სამინისტროში სტაჟირებას გაივლიან.

თავის მხრივ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დევნილ სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს სწავლის შეღავათიანი საფასურით ისარგებლონ.

ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა მოაწერეს. 

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ავრცელებს.

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები