ჩოგოვაძე: 2017 წელს საქართველოს 7 მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია

ჩოგოვაძე: 2017 წელს საქართველოს 7 მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ 2017 წლის მონაცემებს აჯამებს და აცხადებს, რომ გასულ წელს საქართველოს 7 მილიონ ტურისტზე მეტი ეწვია, ხოლო ტურიზმით მიღებულ შემოსავალმა 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

"2017 წელი განსაკუთრებული წელი საქართველოში ტურიზმის განვითარების კუთხით, მათ შორის უცხოელი ტურისტების რაოდენობის თვალსაზრისით. 7 555 000 ადამიანი ეწვია საქართველოს. წინა წელთან შედარებით ეს ციფრი გაუმჯობესებულია 1 200 000 ადამიანით.

ასევე დიდი ზრდა გვაქვს შემოსავლების ნაწილში, რომლის საერთო რაოდენობა მიაღწევს 2 700 000 000 მილიონ ამერიკულ დოლარს, ხოლო 2018 წელს ჩვენ ველოდებით, რომ იქნება ორი ახალი ნიშნულის გადალახვის წელი, ეს იქნება 8 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური და 3 მილიარდზე მეტი შემოსავალი ტურიზმიდან", - განაცხადა ჩოგოვაძემ.
 

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები