ეკა ბესელია: ტერორისტული დანაშაული ყველაზე რთული და მთავარი გამოწვევაა ყველა ქვეყნისთვის

ეკა ბესელია: ტერორისტული დანაშაული ყველაზე რთული და მთავარი გამოწვევაა ყველა ქვეყნისთვის
05 / 01 / 2018 12:45

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ ტერორიზმის საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე შუალედური ინფორმაცია გაავრცელა.

"რა ფაქტებიც ჩათვალა საჭიროდ, რომელიც შესაძლებელია იყოს მიწოდებული საზოგადოებისთვის სწორედ იმიტომ, რომ კითხვებზე პასუხებიც არსებობდეს, ეს ინფორმაცია გახადა საჯარო. ამ შუალედური ინფორმაციით ჩანს კავშირები იმ პირებთან, რომლებიც სპეცოპერაციასთან იყვნენ დაკავშირებულები, რომელიც თბილისში ჩატარდა. ბუნებრივია, ტერორისტული დანაშაულებები არის ყველაზე რთული და დღეს ყველაზე მთავარი გამოწვევა ყველა ქვეყნისთვის. თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურები უნდა მუშაობდნენ გამართულად და ქვეყნის მოსახლეობას უნდა ჰქონდეს დაცვის ყველა მექანიზმის და ბერკეტი, მაშინამ სამსახურებსაც უნდა მივცეთ შესაძლებლობა მათ იმუშაონ და ჰქონდეთ შესაბამისი სამართლებრივი თუ პოლიტიკური გარანტიები იმისთვის, რომ ამ უსერიოზულეს გამოწვევებს უპასუხონ. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, როდესაც კითხვები ისმევა, ამის დასმის უფლება აქვს ყველას, თუ ის არ ემსახურება ჩვენი სამსახურების იმიჯის შელახვას და დისკრედიტაციას. კითხვებზე პასუხებიც არსებობს, ეს შუალედური ინფორმაცია არის სწორედ ამ ეტაპზე დასმული კითხვების პასუხი", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილზე განცხადება გუშინ გაავრცელა. ოპერატიული-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით, დაკავებულთა და მოწმეთა ჩვენებებით გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია დაკავებულ პირთა კავშირები ახმედ ჩატაევთან და ტერორიზმში ბრალდებული ჯგუფის სხვა წევრებთან.

ტერორიზმში ბრალდებულ ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

გამოძიება 331- ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. რაც ტერორიზმის დაფინანსებას , ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად 17 დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში. 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება