გოცირიძე: პრეზიდენტი დაესაჯოთ შეწყალების გამოყენების გამო, ისტორიას არ ახსოვს

გოცირიძე: პრეზიდენტი დაესაჯოთ შეწყალების გამოყენების გამო, ისტორიას არ ახსოვს

"მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს, პრეზიდენტი დაესაჯოთ შეწყალების უფლებამოსილების გამოყენების გამო“-ამის შესახებ საპარლამენტი ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, საქართველოში მთელი სასამართლო სისტემა მონოპოლიზებულია ერთი პარტიისა და !არაფორმალური მმართველის მიერ“.

გოცირიძე აქვე დასძენს, რომ “საქართველოში არ არსებობს სასამართლო“.

“საქართველოს სასამართლო ამ 1 წლის განმავლობაში ორჯერ შევიდა ისტორიაში, მან შექმნა სამარცხვინო ისტორიული პრეცედენტი.პირველი იყო "რუსთავი 2"-ის საქმე, როდესაც უზენაეს სასამართლოში 11-მა უნამუსო მოსამართლემ მიიღო არაკანონიერი გადაწყვეტილება და შემდეგ შეიქმნა ე.წ სტრასბუეგის პრეცედენტი.

მეორე პრეცედენტი ჩვენ დავინახეთ ყურმოჭრილი, მორიგი ურთნელიძის, სამარცხვინო მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტიკება, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს მიუსაჯეს სასჯელი მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენებისათვის“-აღნიშნა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს "შეწყალების საქმეზე" 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა
 

არჩილ თალაკვაძე: ქვეყანას  ქმედითი და მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება ჭირდება

არჩილ თალაკვაძე: ქვეყანას ქმედითი და მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება ჭირდება

20 ივნისი, 2018

"ჩვენ მივესალმებით, რომ მამუკა ბახტაძე მხარს უჭერს ინოვაციებს, იმ სიახლეებს, რომელიც ეკონომიკაში აუცილებლად დადებით ძვრებს მოიტანს" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპატლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ...

ახალი სტატიები