ეკა ბესელია სააკაშვილის პატიმრობაზე: სასამართლო გადაწყვეტილებაში არავინ ჩაერევა

ეკა ბესელია სააკაშვილის პატიმრობაზე: სასამართლო გადაწყვეტილებაში არავინ ჩაერევა

"სასამართლო გადაწყვეტილების შემდგომი ეტაპები დამოკიდებულია მხარეებზე, გაგრძელდება თუ არა სასამართლოში ამ გადაწყვეტილების ირგვლივ დავა. პროცესს ვაკვირდებით. ბუნებრივია, სასამართლო გადაწყვეტილებაში არავინ ჩაერევა" - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილება ეყრდნობა მტკიცებულებებს.

„შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, როდესაც თავის დროზე იმსჯელა სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით სხვა გარემოებებთან ერთად, მათ შორის, ამ გადაწყვეტილებაში მიუთითა შეწყალების აქტის პოლიტიკურ შინაარსზე. ეს აქტიც განხილულია ევროსასამართლოს მიერ იმ კონტექსტში, რომ პრეზიდენტი, სასამართლო, პროკურატურა, გამოძიება - ყველა ერთხმად, შეთანხმებულად მუშაობდა ამ უდანაშაულო ახალგაზრდა ადამიანის წინააღმდეგ, რომ არ მომხდარიყო ამ საქმის ობიექტური გამოძიება. შეწყალების აქტზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაშიც არის საუბარი და ეს არ არის აბსოლუტური უფლება, რაც კონსტიტუციით არსებობს, ამიტომ სასამართლოს კონკრეტული მტკიცებულებები ეყრდნობოდა ამ გადაწყვეტილების მიზანს. რაც შეეხება შემდეგ პროცედურებს, სასამართლო გადაწყვეყილების შემდეგომი ეტაპები დამოკიდებულია მხარეებზე, გაგრძელდება თუ არა სასამართლოში ამ გადაწყვეტილების ირგვლივ დავა. ჩვენ ვაკვირდებით ამ პროცესს და ბუნებრივია, სასამართლო გადაწყვეტილებაში არავინ ჩაერევა, გარდა სასამართლოსი", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ამასთან, ოპოზიცია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. ბესელიამ კი ამის საპასუხოდ განაცხადა:

"სააკაშვილი პოლიტიკური ფიგურა იყო და მისი ნებისმიერი დაცვის არგუმენტი ბუნებრივია, ამ შინაარისთ შემოსაზღვრული იქნება. როდესაც სასამართლო მსჯელობს და იღებს გადაწყვეტილებას. უნდა ვნახოთ, რა წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ფაქტები, მტკიცებულებები და როგორც გითხარით, აქ არა მხოლოდ შიდა ეროვნულმა სასამართლომ იმსჯელა ამ ფაქტზე, უფრო ადრე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ყურადღებაც მიიპყრო ამ გადაწყვეტილება".

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს "შეწყალების საქმეზე" 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები