თბილისში სპეცოპერაციის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის სრული გამაგრება მოხდება

თბილისში სპეცოპერაციის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის სრული გამაგრება მოხდება

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას კორპუსის დაზიანებული მონაკვეთის გამაგრების სამუშაოების პირველი ეტაპის მიმდინარეობას გაეცნენ.

სამუშაოების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ავარიული საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება სრულად მოხდება. გამაგრებითი სამუშაოების პარალელურად, 30 მესაკუთრეს, რომელთა ავტომანქანებიც სპეცოპერაციის დროს დაზიანდა, თბილისის მერიის მხრიდან ზარალი სრულად აუნაზღაურდება.

თბილისის ვიცე-მერის განცხადებით, საცხოვრებელ კორპუსში ყველა იმ ბინის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც სპეცოპერაციის დროს დაზიანდა.

„როგორც იცით, კორპუსი ზოგადად, სპეცოპერაციამდეც ავარიულ მდგომარეობაში იყო. მერიის გადაწყვეტილებით, ამჟამად, კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება და მოსახლეობა უსაფრთხო გარემოში იცხოვრებს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

რაც შეეხება ავტომობილების მეპატრონეებისთვის ზარალის ანაზღაურებას, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკება ინდივიდუალურად მიმდინარეობს და მეპატრონეებისთვის ზარალის ანაზღაურება სრულად მოხდება.

„ზარალის ანაზღაურება მერიის მხრიდან სრულად მოხდება. უმრავლეს შემთხვევაში, ურჩევნიათ, კომპენსირება თანხით მოხდეს და დაზიანებული მანქანები თავად შეაკეთონ, ისევე, როგორც დაზიანებული ბინების შემთხვევაში. სამწუხაროა, რომ მსგავსი ფაქტი მოხდა, თუმცა მთავარია, კორპუსი გავამაგროთ, რომელიც მანამდეც ავარიულ მდგომარეობაში იყო“, - აღნიშნა თბილისის ვიცე-მერმა.

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მეექვსე შესახვევში მდებარე N9 კორპუსი, სადაც 72 ოჯახი ცხოვრობს, თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის დასკვნით, ავარიულობის მიხედვით, დაზიანების მესამე ხარისხს განეკუთვნება. შენობაში კვლევითი და აღდგენითი ღონისძიებები საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე დაიწყო.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „არქიტრავი“ ახორციელებს. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, მოქალაქეებისთვის აღნიშნულ მისამართზე ცხოვრება უსაფრთხო გახდება.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
 

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები