პრეზიდენტი: შემაშფოთებელია, რომ პროკურატურამ დევნის საფუძვლად შეწყალების კონსტიტუციური მუხლი გამოიყენა

პრეზიდენტი: შემაშფოთებელია, რომ პროკურატურამ დევნის საფუძვლად შეწყალების კონსტიტუციური მუხლი გამოიყენა

"შემაშფოთებელია, რომ პროკურატურამ დევნის საფუძვლად გამოიყენა კონსტიტუციური მუხლი შეწყალების უფლების",- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის პატიმრობის შეფარდების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

"სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე და მაშინდელი ხელისუფლების რეაქცია თავიდანვე იწვევდა ქართულ საზოგადოებაში უაღრეს აღშფოთებას. ეს აღშფოთება თავის დროზე გაიზიარა სტრასბურგის სასამართლომაც, თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ამ სისტემურ დანაშაულში მონაწილესამწუხაროდ, ზოგიერთი მათგანი დაწინაურდა, რამაც საზოგადოებაში ბუნებრივად კიდევ ერთხელ გააჩინა უნდობლობა, სამართალდამცავი სისტემის მიმართ. დღეს როდესაც ჩვენ ვუყურებთ ამ საქმის განხილვას შემაშფოთებელია, რომ პროკურატურამ დევნის საფუძვლად გამოიყენა კონსტიტუციური მუხლი შეწყალების უფლების. შეწყალების უფლების მუხლის გამოყენების შემდეგ მოხდა პროკურატურის მიერ პოლიტიკური განცხადების გაკეთებაც, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა ეჭვი იმაზე, რომ არის მცდელობა კონსტიტუციური უფლების არასწორი ინტერპრეტაციისა და ამ თვალსაზრისით კონსტიტუციური ბალანსისთვის პრობლემების შექმნის მცდელობა",- განაცხადა პრეზიდენტმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დამნაშავედ სცნო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა

12 ივლისი, 2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატოს სამიტზე, ნატო - საქართველო - უკრაინის ფორმატის სხდომის ფარგლებში მოკლე შეხვედრა გამართა აშშ-ს პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, თუ...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები